Carrefour ლაივ-შოპინგზე გადადის

Carrefour ლაივ-შოპინგზე გადადის

access_time2022-02-03 17:30:00

Carrefour-მა სოციალური შოპინგისა და პირდაპირი ტრანსლაციის (livestreaming) სამყაროში შეაბიჯა. ასეთ შეფასებას პორტალი RetailDetail აკეთებს, რომლის ცნობითაც, გლობალურმა საცალო მოვაჭრემ ფრანგულ პოპულარულ მედია არხ Brut-თან ერთობლივი საწარმო Brut Shop შექმნა.



„Carrefour-ის მიზანია, Brut Shop სოციალური კომერციის სფეროში საფრანგეთის ბაზრის ლიდერი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია,“ - წერს RetailDetail.



პორტალის ცნობით, ფრანგი ახალგაზრდებისთვის მედია არხი Brut ამერიკული ინტერნეტმედია Buzzfeed-ის ფრანგული ანალოგია. არხი სპეციალიზებულია ვიდეოების გადაღებაზე, რომლებიც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება და განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. Brut-ის თანახმად, მის ვიდეოებს 70 მილიონი მომხმარებელი უყურებს და მათგან ყველა 18-დან 34 წლამდეა. საინფორმაციო მედია ფრანგულ სოციალურ ქსელებში მედიაბაზრის 39%-ს შეადგენს.




Carrefour Group-ს თაყვანისმცემლების ამ დიდი ბაზის გამოყენება სურს, მითუმეტეს, საცალო მოვაჭრეს ონლაინ-შოპინგის გარკვეული გამოცდილება უკვე აქვს: გასულ წელს Carrefour-მა ორმოცდაათამდე ონლაინ ღონისძიება გამართა, რომელზეც მომხმარებლებს პროდუქტების შეკვეთა გადაცემის დროს, პირდაპირ ეთერში შეეძლოთ. მაგალითად, ამ კვირაში ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი გადაცემა გაკეთდა, რომლის დროსაც, ვიბრატორებით დაწყებული და ლეპტოპებით დამთავრებული, ყველაფრის რეკლამირება ხდებოდა.



Brut Shop მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ონლაინ შესყიდვები სოციალური ქსელების პირდაპირ ეთერში გადაცემულ ვიდეო ღონისძიებებში მონაწილეობის დროს განახორციელონ. Brut-ის გამოცდილებისა და ახალგაზრდებზე წვდომის წყალობით, ერთობლივი საწარმო Brut Shop იმედოვნებს, რომ სოციალური მედიის გაყიდვებში, ანუ სოციალურ კომერციაში საფრანგეთის ბაზრის ლიდერი გახდება.



Carrefour-ის თანახმად, ლაივ-შოპინგი ახალგაზრდა მომხმარებლებს მიიზიდავს, უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის უფრო სწრაფ კონვერსიას და მომხმარებლის ლოიალობას გაზრდის. საფრანგეთში Carrefour-ის მომხმარებელთა 60% აცხადებს, რომ ლაივ-შოპინგით დაინტერესებულია. თუმცა Brut-ს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს, რომ კონტენტი უფრო მიმზიდველი და აქტუალური გახდეს.




თეგები:
Carrefour



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up