CBS ჯგუფი - „ამ მანქანას ერთად ვმართავთ“ მსხვილი გარიგებების სათავეში - თამარ გახარია

CBS ჯგუფი - „ამ მანქანას ერთად ვმართავთ“ მსხვილი გარიგებების სათავეში - თამარ გახარია

access_time2022-12-27 15:18:43

Forbes- ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რომელი იყო ყველა მსხვილი და რთული გარიგებები, რომელიც CBS ჯგუფის ახალგაზრდა ფინანსური დირექტორის თამარ გახარიას მართვის ქვეშ განხორციელდა, გახარია საუბარს VEON საქართველოს გამოსყიდვის პროცესით იწყებს.



აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მოლაპარაკებები არც ომის დროს დაწყებულა და არც ომის გამო. VEON ჰოლდინგთან წილის გამოსყიდვაზე საუბარი CBS ჯგუფმა სამი წლის წინ დაიწყო. ომი, თავისთავად, ამ გარიგებისთვის უფრო რთულ მოცემულობად იქცა, რადგან პროცესის დასახურად მეტი დრო, რესურსი და ენერგია იყო საჭირო. გარიგების ყველაზე პრობლემური ნაწილი - საჭირო დაფინანსების ისე უზრუნველყოფა გახდა, რომ ეს არ ქცეულიყო სანქცირებული პირებისთვის რაიმე ფინანსური  სარგებლის მომტან ფაქტად. საბოლოოდ, გარიგება დაიხურა და ჩვენ შევიძინეთ სამიზნე კომპანიის 100%-იანი წილი.  VEON საქართველოს, იგივე ბილაინის გამოსყიდვა, იყო წმინდა საქმიანი გადაწყვეტილება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც.  





თამარ, CBS ჯგუფის-ის მიერ განხორციელებულ რომელ გარიგებებს აღნიშნავდით, რომელიც უშუალოდ თქვენი ხელმძღვანელობით განხორციელდა?



მგონია, რომ ტერმინი „ხელმძღვანელობა“ არასწორად აღწერს CBS Group-ში მიმდინარე პროცესებს. იმისათვის, რომ გარიგება დასრულდეს, გუნდი ერთიანდება ერთი კონკრეტული მიზნის ქვეშ. მე პროცესს საკუთარი თავის მოტივირებიდან ვიწყებ და ალბათ, ამიტომ მაქვს უნარი გუნდის ყველა წევრისგანაც მივიღო მაქსიმალური შედეგი. CBS ჯგუფი მანქანას ჰგავს. წარმოდგენისთვის გკითხავთ- შეგიძლიათ განსაზღვროთ მანქანის რომელი ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია: ძრავა, ტრანსმისია თუ მუხრუჭები? ჩემი პასუხია, რომ ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, რადგან მძღოლი ვერ ივლის წინ- ძრავის გარეშე, ვერ მიაღწევს საჭირო სისწრაფეს, თუ ტრანსმისია არ მუშაობს, ხოლო გაუმართავი მუხრუჭებით, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. სწორედ ეს გახლავთ CBS ჯგუფის-ის კულტურა, სადაც გუნდის ყველა წევრი ერთნაირად მნიშვნელოვანია და  ჩვენ ამ მანქანას“ ერთად ვმართავთ.



სწორედ ამ მანქანის მართვისას ვარ ჩართული CBS ჯგუფის ყველა მნიშვნელოვან პროცესში, იქნება ეს M&A ტრანზაქციები, მენეჯმენტის და პროცესების ცვლილებები, კომპანიების საოპერაციო საქმიანობა, თუ აქტივების მართვა. ამრიგად, ჩვენს მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან გარიგებებს შორის რაიმე ფორმით დიფერენცირება- რთული ამოცანაა. თითოეულ ტრანზაქციას აქვს თავისი წარმატების ისტორია. მაგალითად, ლუდსახარშის გასხვისება ჩემი პირველი საქმე იყო CBS Group-ში. ეს არ იყო მსხვილი გარიგება, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და გაყიდვისთვის სწორი დრო იყო შერჩეული. ასევე, არანაკლებ საინტერესოა ჩვენი პორტფელის მუდმივი რესტრუქტურიზაციის პროცესი. სხვა მნიშვნელოვან გარიგებებს შორის მინდა აღვნიშნო: კავკასუს ონლაინის ორეტაპიანი გასხვისება, Europe-bet-ის აქციების გაყიდვა და უახლესი გარიგებები, როგორიცაა თბილისი ენერჯისა და თელასის აქციების შეძენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ინვესტიციები კომპანიებში, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ, დავიწყეთ ცვლილებები, ამის მაგალითია კომპანია „მარნაველი“, „საქართველოს ეროვნულ ლატარია“ და ა.შ.

 



თეგები:
CBS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up