CBS ჯგუფი - სხვაობა მონოპოლიასა და ექსკლუზივს შორის „იდეები არ მუშაობს, თუ მათი არ გჯერა

CBS ჯგუფი - სხვაობა მონოპოლიასა და ექსკლუზივს შორის „იდეები არ მუშაობს, თუ მათი არ გჯერა" - თამარ გახარია

access_time2022-12-29 13:15:53

ინგლისურენოვანი Forbes - ის შეკითხვაზე რა სტარტეგიას იყენებს CBS ჯგუფი პორტფელის შედგენისას და რა ძირითადი ფაქტორები ახდენს გავლენას საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, ჰოლდინგის ფინანსური დირექტორი, თამარ გახარია პირველ რიგში რისკის ფაქტორს უსვამს ხაზს:

 

 

ნებისმიერი ინვესტიცია მოიცავს რისკს და ვერავინ შეძლებს მის სრულად აღმოფხვრას. რაც მომწონს ჩვენს აქციონერში არის ის, რომ მის გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს წარმატების ან წარუმატებლობის ალბათობა. მას სჯერა ყველაზე მთავარის -იდეის! იდეის, რომელსაც ახორციელებს და დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც, დაძლევს ნებისმიერ დაბრკოლებას, არ აქვს მნიშვნელობა, მისი ინიციატივა - ემოციურია, ფილანტროპული თუ რაციონალური. სწორედ მისი ეს დამოკიდებულება ქმნის ჩვენს სამუშაო გარემოს. თუმცა, როდესაც ეს ჩემზე ხდება დამოკიდებული, ყველაფერი თვლით და გათვლებით იწყება, სადაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორია გადამწყვეტი: ინვესტიციის განხორციელების დროულობა, ზრდის პერსპექტივა, სინერგიული ეფექტი პორტფელში არსებულ კომპანიებს შორის და რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა. ერთ-ერთი საყვარელი ჩარჩო, საიდანაც ვაშენებ სხვადასხვა მატრიცებს, რომლებიც გამოიყენება შემდგომში გადაწყვეტილებების მისაღებად, არის ე.წ. CANSLIM სტრატეგია, შესაძლოა იმიტომ, რომ სიტყვა SLIM ასოცირდება რაღაც სასურველთან - გამხდარობასთან (იცინის). მაგრამ, მთავარი ის არის, რომ ამ სტრატეგიის ადაპტირება მოვახდინე და ქართულ რეალობას მოვარგე.

 

 

Telmico, Telasi და Tbilisi Energy წარმოადგენენ CBS ჯგუფის პორტფელის მნიშვნელოვან ნაწილს. რატომ გიზიდავთ ბუნებრივი მონოპოლიები?


 

 

ნება მომეცით, ერთმანეთისაგან გავმიჯნო ბუნებრივი მონოპოლია და ექსკლუზიური ლიცენზიის ფლობა. მონოპოლია არის ინდუსტრია, რომელშიც მაღალია ინფრასტრუქტურული ხარჯები და ან არსებობს ბაზარზე შესვლის სხვადასხვა მაღალი ბარიერები. ხშირად, პირველი მიმწოდებელი ბაზარზე იკავებს მონოპოლისტურ პოზიციას. ექსკლუზიური ლიცენზიები კი, გაიცემა კერძო სექტორზე, იმ კრიტიკული ინდუსტრიების განვითარებისა და შენარჩუნებისთვის, რომლებიც ბაზრის ზომასთან მიმართებაში, მაღალ კონკურენციის პირობებში, ვერ შეძლებდა არსებობისათვის საჭირო მოგების გენერირებას.

 


ჩვენი ქვეყნის მსგავს ტურბულენტურ ეკონომიკაში მნიშვნელოვანია პორტფელის დაბალანსება ისეთი კომპანიებით, რომელთა პროდუქტებსა თუ სერვისზე მოთხოვნა სტაბილურია. თუმცა, აქვე არსებობს კომპრომისიც: დაბალი რისკების სანაცვლოდ -იღებ ზღვრულ მომგებიანობას და შეზღუდულ ზრდის შესაძლებლობას. მაღალი რისკი, მაღალ უკუგებას ნიშნავს, თუმცა ხანდახან უმჯობესია უარი თქვა მაღალ მოგებაზე და შეინარჩუნო დაბალი, მაგრამ  სტაბილური მარჟა, რაც საშუალებას იძლევა შეადგინო დაბალანსებული პორტფელი და ან მიიღო სინერგიული ეფექტი ასეთი ბიზნესებიდან. შესაბამისად, ამ ტიპის კომპანიები, დამატებით პასუხისმგებელნი არიან განსაკუთრებული გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და მოთხოვნილი რეგულაციების დაცვაზე.

 



თეგები:
CBS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up