ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ჭარბი ვალუტის შემცირებით

ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ჭარბი ვალუტის შემცირებით

access_time2022-02-09 13:00:48

ეროვნული ვალუტის  ლარის 2020 წლის მარტის შემდეგ რეკორდული გამყარების რამდენიმე მიზეზი სახელდება. ექსპერტების აზრით, მათ შორის ერთ-ერთი მთავრობის ხარჯების შენელება და ჭარბი ლარის შემცირებაა.

 

ცნობილია, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის. შესაბამისად „კომერსანტი“ დაინტერესდა, გამოაცხადეს თუ არა ყველაზე მსხვილმა შემსყიდველებმა მასშტაბური ტენდერები და როგორია იანვარში პროექტების განხორციელების ტემპი. სურათის უფრო ნათლად დასანახად, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევას ბაზარზე ჭარბი ვალუტის შემცირებით, მედიაჰოლდინგი 2020, 2021 და 2022 წლის იანვარში გამოცხადებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაგაცნობთ.

 

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი უწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტია. ორგანიზაციამ 2022 წელს 41 717 700 ლარის ღირებულების 4 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი - თიანეთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29 518 718 ლარია. წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება.

 

2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი - თიანეთის საავტომობილო გზის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები. ტენდერი 26 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 695 905 ლარია. წინადადებების მიღება 18 თებერვალს დაიწყება.

 

3. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტირძნისი - დიცი - ერედვი - ხეითის საავტომობილო გზის ტირძნისი - დიცის კმ1 - კმ5,6 მონაკვეთის (მონაკვეთის სიგრძე - 5,6კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 12 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება   3 695 486 ლარია. წინადადებების მიღება 9 თებერვალს დაიწყება.

 

4. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის დიდველის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 11 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 807 591 ლარია. ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2021 წლის იანვარში მასშტაბური, მხოლოდ ერთი  შესყიდვა განახორციელა.

 

- დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 571 210 ლარი იყო. 5 990 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-თან გაფორმდა.

 

რაც შეეხება 2020 წელს,  სახელმწიფო უწყებამ 26 647 506 ლარის ღირებულების 5 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 23 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 575 524 ლარი იყო. 4 769 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე დავით სიჭინავასთან გაფორმდა.

 

2. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის საავტომობილო გზის და  მდ. ლახამულაზე ახალი სახიდე გადასასვლელის პროექტირება-მშენებლობა. ტენდერი 17 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 836 208 ლარი იყო. 2 399 999 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „სახარიასთან“ გაფორმდა.

 

3.  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ტენდერი 17 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 12 064 750 ლარი იყო. 9 651 801 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „სამკუთხედთან“ გაფორმდა.

 

4. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 14 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 722 354 ლარი იყო. 4 627 899 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „არალთან“ გაფორმდა.

 

5. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის (ლოტი 1) სარეაბილიტაციო სამუშაოები. ტენდერი 14 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 212 521 ლარი იყო. 5 197 808 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს New Road - თან გაფორმდა.

 

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი თბილისის მერიაა. დედაქალაქის მთავრობამ მიმდინარე წელს  10 051 031 ლარის ღირებულების 2 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. თბილისის მასშტაბით წყალსადენის, სანიაღვრე, სადრენაჟე და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 17 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 499 981 ლარია. წინადადებების მიღება 2 თებერვალს დაიწყება.

 

2. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ფილარმონიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 3 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 551 050  ლარია. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

 

გასულ, 2021 წელს თბილისის მერიამ 16 127 750 ლარის ღირებულების 5 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 


1. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 26 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 680 044 ლარი იყო. 1 574 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „იბერთან“ გაფორმდა.  

 

2. თბილისის მასშტაბით არსებულ ქუჩებზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 871 524  ლარი იყო. 2 297 219 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ბლექ სი გრუპთან“ გაფორმდა.

 

3. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეების, დეკორატიული მცენარეების და ნერგების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 20 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 367 928 ლარი იყო. 3 199 554 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „გრინსერვის+“ - თან გაფორმდა.  

 

4. თბილისში, ვარკეთილის II მ/რ-ში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩისა და ხომლელის ქუჩის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 14 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 592 605  ლარი იყო. 5 556 977ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „დაგთან“ გაფორმდა.  

 

5. თბილისის მასშტაბით არსებული სანიაღვრე/სადრენაჟე ქსელების მოვლა პატრონობის, ახლის მოწყობისა და აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 13 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 500 000 ლარი იყო. 3 500 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ გაფორმდა.  

 

რაც შეეხება 2020 წელს, დედაქალაქის მთავრობა 5 700 000 ლარის ღირებულების მხოლოდ ერთი მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების აღდგენა-მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 15 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 470 617 ლარი იყო. 5 700 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „AWARD -თან“ გაფორმდა.

 

კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა. 2022 წელს უწყებამ 17 728 000  ლარის ღირებულების 4 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. ტენდერი 27 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17 028 000 ლარია. წინადადებების მიღება 13  თებერვალს დაიწყება.

 

2. ქალაქ სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო მომსახურების შესყიდვა.  ტენდერი 27 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 700 000.  წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება.

 

გასულ წელის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 853 650 ლარის ღირებულების 3 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. კირიანი ქლორის შესყიდვა - ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 280 000 ლარი იყო. 153 650 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ჯეო ქემისთრსთან“ გაფორმდა.

 

2. სხვადასხვა ფირმის სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორები) შეკეთება/ტექნიკური მომსახურება. ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000  ლარი იყო. 400 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება „თეგეტა მოტორსთან“ გაფორმდა.

 

3. სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის შეკეთება/ტექნიკური მომსახურება. ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000  ლარი იყო. 300 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც „თეგეტა მოტორსთან“ გაფორმდა.

 

რაც შეეხება 2020 წელს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 5 509 796 ლარის ღირებულების 2 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ტენდერი 31 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 099 838 ლარი იყო. 4 081 796 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „საბასთან“ გაფორმდა.

 

2. ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა- ტრანში 5 -  დიაგნოსტიკის აღჭურვილობების შესყიდვა. ტენდერი 23 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 448 277 ლარი იყო. 1 428 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „გაგუსთან“ გაფორმდა.  

 

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველი უწყებაა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თუმცა ორგანიზაციას 2022 წელს ტენდერი ჯერ არ გამოუცხადებია.

 

რაც შეეხება 2021 წელს, ფონდმა 248 500 ლარის ღირებულების 1 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. ქალაქ ზუგდიდში, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის არსებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცვლილების  და მოდიფიცირებული/ადაპტირებული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. ტენდერი 23 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 350 000  ლარი იყო. 248 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „კარკასითან“ გაფორმდა.  

 

2021 წლის მსგავსად 2020 წელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მხოლოდ ერთი 2 357 100 ლარის ღირებულების მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის თემის სოფ. ლახამში, ჭუბერის თემის ცენტრში და სოფ. მულახში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. ტენდერი 29 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 430 000 ლარი იყო. 2 357 100 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „გრავიტასთან“ გაფორმდა.  

 

კიდევ ერთი მსხვილი შემსყიდველი უწყებაა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. უწყებამ მიმდინარე წელს  7 901 531 ლარის ღირებულების 3 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. მეტროსადგურ „ვარკეთილი“-ს რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები. ტენდერი 18 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 057 389 ლარია.  წინადადებების მიღება 16 თებერვალს დაიწყება.

 

2. ელ.დეპო გლდანის სახურავის გადახურვა. ტენდერი 6 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 645 142 ლარია. შესყიდვას შერჩევა/შეფასების სტატუსი აქვს.

 

3. ძრავების, ტრანსფორმატორების შეკეთებისა და კოჭების გადახვევის მომსახურება.ტენდერი 5 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 199 000 ლარი იყო. 199 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ენერგოსერვისთან“ გაფორმდა. 

 

გასულ 2021 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 422 514 ლარის ღირებულების 3 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1.ელექტრონული ტაქეომეტრი. ტენდერი 27 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 142 000 ლარი იყო. 142 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ტექნო Sთან“ გაფორმდა. 

 

2. საცხები. ტენდერი 27 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 189 660 ლარი იყო. 185 439 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ენტო ტრეიდინგთან“ გაფორმდა.

 

3. ვაგონის ელექტრული ნაწილები. ტენდერი 26 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 103 023 ლარი იყო.  95 075 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „სალუსთან“ გაფორმდა.

 

რაც შეეხება 2020 წელს, სატრანსპორტო კომპანიამ 830 492 ლარის ღირებულების 4 მასშტაბური სახელმწიფო შესყიდვა განახორციელა.

 

1. ბოგდან A092 მარკის ავტობუსის ძრავის ნაწილები. ტენდერი 30 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 336 340 ლარი იყო. 324 423 ლარის ღირებულების ხელშეკრულება „გია კავკასია ლოგისტიკასთან“ გაფორმდა.

 

2. ბოგდან A092 მარკის ავტობუსის ძრავის ნაწილები. ტენდერი 30 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 221 640 ლარი იყო. 216 394 ლარის ღირებულების ხელშეკრულება „გია კავკასია ლოგისტიკასთან“ გაფორმდა.

 

3. კაბელები. ტენდერი 16 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 149 400 ლარი იყო. 133 675 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „ჯპს-სისტემთან“ გაფორმდა.

 

4. გაზგასამართი სადგურის მომსახურება. ტენდერი 6 იანვარს გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 156 000 ლარი იყო. 156 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს „საფე ჯორჯიასთან“ გაფორმდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up