ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს - ჯოზეფ ბორელი

ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს - ჯოზეფ ბორელი

access_time2022-11-21 13:40:30

ცენტრალურ აზიაში გეოპოლიტიკა იცვლება და ევროკავშირმა ამ შანსით უნდა ისარგებლოს, – ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ბლოგზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.



„ცხადია, რომ რუსეთი და ასევე ჩინეთიც, ცენტრალური აზიის რეგიონში მთავარ როლს თამაშობდნენ და ახლაც ასეა. ამასთან ერთად, ცხადია, რომ რეგიონს სურს ურთიერთობების დივერსიფიცირება და ისინი ევროკავშირს განიხილავენ მისაღებ პარტნიორად“, – წერს ჯოზეფ ბორელი.



მისივე თქმით, ევროკავშირმა ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ცენტრალურ აზიას უზარმაზარი პოტენციალი აქვს.




„ჩვენ უნდა გავაღრმაოთ კავშირები რეგიონთან და ვისარგებლოთ უზარმაზარი პოტენციალით, რომელიც მას აქვს ენერგომომარაგების, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მიწოდებისა და ახალი სატრანსპორტო დერეფნების სახით, რომლებიც არ არიან დამოკიდებული რუსეთზე. (ე.წ. შუა დერეფანი ან ტრანსკასპიური დერეფანი)“, – წერს ბორელი.



მისივე თქმით, „რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი“ უკვე მუშაობს შუა დერეფნის ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე. როგორც ბორელი აცხადებს, არის სარკინიგზო გზების თავსებადობასთან დაკავშირებული პრობლემები, გემებისა და პორტების არასათანადო შესაძლებლობები და ასევე საბაჟო პროცედურები.



„ცხადია, არსებობს კონკრეტული დაბრკოლებები, მაგრამ ასევე არსებობს ერთობლივი ვალდებულება და სტრატეგიული ინტერესი, რომ ეს დაბრკოლებები გადაილახოს, მათ შორის ევროკავშირის, რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა“ და „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ მხარდაჭერით“, – წერს ბორელი.



17-18 ნოემბერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთსა და უზბეკეთში, სადაც მონაწილეობა მიიღო „ევროკავშირი-ცენტრალური აზიის დაკავშირების კონფერენციაში“. ტრანსკასპიური შუა დერეფანი გაივლის ჩინეთს, ყაზახეთს, კასპიის ზღვის აკვატორიას, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროპის ქვეყნებს.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up