„ცენტრალურმა ბანკმა ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის რეალურ ნიშნულს“

„ცენტრალურმა ბანკმა ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის რეალურ ნიშნულს“

access_time2020-03-26 18:00:45

ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია სამჯერ განახორციელა და საერთო ჯამში მიმდინარე თვეში სავალუტო აუქციონზე საკუთარი რეზერვებიდან 100 მლნ დოლარი გაყიდა.  


 ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი სებ-ის ამ ქმედებას დადებითად აფასებს, თუმცა ცენტრალურ ბანკის მიერ მხოლოდ ამ ინსტრუმენტის გამოყენება არასაკმარისად მიაჩნიათ. ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ასეთი მცირე ინტერვენციებით ლარის გაუფასურების შეჩერებას ეროვნული ბანკი ვერ შეძლებს, ის  შეიძლება ემსახურებოდეს  მხოლოდ პანიკის ჩაქრობას. 


„ასეთი მცირე ინტერვენციები, ნამდვილად ვერ შეამცირებს გაუფასურებულ ლარს. ინტერვენციას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ეს ნიშნავს, რომ ის ემსახურება მხოლოდ პანიკის ჩაქრობას, მაგრამ ასევე იმის მიმანიშნებელია, რომ ცენტრალურ ბანკს აქვს მოლოდინი, რომ ლარი უფრო გაუფასურდება და ყიდის დოლარს, ანუ ამან შეიძლება ადამიანების მოლოდინებზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ ლარის შეკავება არის მიზანი ამ შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს სჭირდება ავტორატეტი, რომ მის სიტყვას ფასი ჰქონდეს და თუ იტყვის, რომ არ დაუშვებს ლარის გაუფასურებას, ხალხი დაიჯერებს და შეწყვეტს დოლარში კონვერტირებას, თუ მაინც გააგრძელებენ ამ საქმიანობას მაშინ სებ-ს სჭირდება დიდი რეზერვები, ასობით მილიონის გაყიდვა, რომ ეკონომიკური აგენტები დარწმუნდენ ცენტრალური ბანკის შესაძლებლობებში, მაგრამ ამისთვის საჭიროა ძალიან დიდი რეზერვები და სებ-ი უნდა იყოს დარწმუნებული რომ ეს თანხა ამ პროცესს ეყოფა.


ლარის დაჭერის მცდელობა ამ ეტაპზე სახიფათო თამაშია. ლარის გაუფასურება ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენგანის შემოსავალი მკვეთრად უარესდება, მაგალითად,ვინც გზავნილებით სარგებლობს, მისთვის ეს უფრო კარგია. როდესაც ეს ყველაფერი ფასების დონეზე აისახება, ამ დროს ყველა ჩვენგანის შემოსავალი იკლებს, რადგან მსყიდველობითი უნარი იკარგება. თუ სხვა ქვეყნები ცდილობენ რომ მკვეთრად არ გაუფასურდეს მათი ვალუტა და ახორციელებენ ინტერვენციებს, შესაძლოა სებ-მაც რომ ეს გააკეთოს  და პროცესები არ გაექცეს, მაგრამ მეორეს მხრივ, ცენტრალური ბანკი რეზერვებს ტყუილად კარგავს, რადგან გრძელვადიან პერიოდში ასეთი მცირე ინტერვენციები არ შველის. ასევე შეიძლება სჯობდეს მიუშვა ლარი სანამდეც გაუფასურდება და ამის შემდეგ დაიწყო გამყარების პროცესი - ესეც ტაქტიკაა, რომელია რაციონალური არჩევანი ამას კონკრეტული მონაცემების ანალიზი სჭირდება, რომელსაც სებ-ი უნდა აკეთებდეს“, - აცხადებს აკაკი ცომაია.



„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბაში“ აცხადებენ, რომ ბოლო ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების ტენდენციის შესაჩერებლად ცენტრალურ ბანკმა ხისტი ნაბიჯები უნდა გადადგას. მათივე თქმით, მხოლოდ მხოლოდ ინტერვენციების გამოყენება არასაკმარისი იქნება ლარის კურსის რეალურ წონასწორობის ნიშნულში დასაბრუნებლად.


„დღეს ქართული ეკონომიკა გლობალური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენს ეკონომიკაზე ის გლობალური კრიზისი მოქმედებს, რომელმაც მსოფლიო ეკონომიკებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად უფასურდება, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ.


დღეს ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი პანიკური ფონია და ეროვნულ ვალუტაზე გადაცემაც მოლოდინების არხიდან მომდინარეობს. ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა ხისტი მონეტარული პოლიტიკის გატარება უნდა დაიწყოს, რათა კურსი დაუბრუნდეს წონასწორობის იმ რეალურ ნიშნულს, რომელიც მაკროეკონომიკური პარამეტრებისგან უნდა იყოს განპირობებული. ამ ყველაფრის მისაღწევად, სავალუტო ინტერვენციების პარალელურად უნდა მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. სავალუტო ინტერვენციების პარალელურად უნდა მოხდეს ყოველკვირეული რეფინანსირების სესხების შემცირება კომერციული ბანკებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ლარი-დოლარის თანაფარდობის დარეგულირებას. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ზემოხსენებული ეგზოგენური ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შემცირებულია უცხოური ვალუტის შემოდინება, რეკომენდირებულია იქნება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირება კომერციული ბანკებისთვის. ამ შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე კრიტიკულ მომენტში გამოთავისუფლდება უცხოური ვალუტის რესურსი, რაც ასევე პოზიტიურად აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე“, - აცხადებენ „აფბა“-ში.


შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ განხორციელებული დამატებით 40 მლნ ლარის ინტერვენციისა, დღეს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ დოლარის ღირებულებამ  3.4842  ლარი შეადგინა.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up