ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრი (CEBR) საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 2023-2017 წლებში 5%-მდე პროგნოზირებს.
2028-2037 წლებში კი ზრდა 5.2%-ის ფარგლებში იქნება. ორგანიზაცია ელის, რომ მომდევნო 15 წელში საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ლიგის რუკაზე 112-ე ადგილიდან 108-ე ადგილზე გადაინაცვლებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველო ზედა-საშუალო-შემოსავლის მქონე ქვეყანაა სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველუნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით) $19,789-ს შეადგენს.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა ქვეყანაში მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება უმუშევრობის დონე. ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 2022 წელს 39.8%-მდე შემცირდა 2021 წლის 49.5%-დან. რაც შეეხება ფისკალურ დეფიციტს - მისი მოცულობა 2022 წელს 3%-ია. ეს ყველაფერი კი მთავრობას შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაუმკლავდეს მომდევნო წლების შესაძლო რისკებს“, - ნათქვამია Cerb-ის ანგარიშში.