ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა

ცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა

access_time2021-09-03 17:07:29

საარჩევნო ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დაინერგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.


ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ; კერძოდ, ცენტრის მიზანია, გამოავლინოს არასწორი ან ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება. საქართველოს ცესკო პირველია საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, რომელმაც ასეთი ინოვაციური პროექტი განახორციელა.



ინფორმაციის დაცულობის ცენტრის მუშაობის სპეციფიკა დღეს ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა პირადად დაათვალიერეს უშუალოდ ინფორმაციის დაცულობის ცენტრი.



„გასულ წელს, ისევე როგორც ამ არჩევნებზე გამოვლინდა დეზინფორმაციის, არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ეს არის ის საკითხი, რასაც ამომრჩეველი საერთო ჯამში მიჰყავს არასწორ აღქმებამდე და ამომრჩეველს უჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე საარჩევნო პროცესის მიმართ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის ინფორმაცია და რეალობა, რომელიც საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენს მთავარ პარტნიორთან, IFES-თან ერთად, რომელიც ამ პროექტს USAID-თან ერთად ახორციელებს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავამუშაოთ ისეთი მექანიზმი, რომელიც ზუსტად მოახდენს ერთი მხრივ ამ ინფორმაციის დაცვას და მეორე მხრივ მომავალში დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას.




საუბარია ფაქტების კონსტატაციაზე, სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე. ჩვენ დავამონიტორინგებთ ყველა იმ ძირითად საშუალებას, რომელიც ავრცელებს ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. მოვახდენთ არასწორ ინფორმაციასთან მიმართებაში სწორი ფაქტების მიწოდებას საზოგადოებისთვის. შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისთვის სარწმუნო და მისაღები. მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავიცვათ სწორი ინფორმაცია და არ მოხდეს საარჩევნო პროცესის და ინსტიტუციის დაზიანება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ.



ცენტრმა მუშაობა 16 აგვისტოდან დაიწყო და მისი მონიტორების მიერ დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე პერიოდულად მომზადდება ანგარიშები, რომლის შესახებაც ეცნობება საზოგადოებას. შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. მომზადდება როგორც შუალედური, ისე დასკვნითი ანალიზი და მონიტორინგის მიგნებების საბოლოო ანგარიშიც.



ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ცესკოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიხსნა. ეს უკვე მეორე არჩევნებია, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ამ საკითხზე თანამშრომლობს. ინფორმაციის დაცულობის ცენტრი პილოტის რეჟიმში ცესკოში, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებზეც მოქმედებდა.






თეგები:
ცესკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up