კომპანია „ტენემ“ მორიგი სოციალური კამპანია წამოიწყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ქარხანა საყოფაცხოვრებო მყარ ნარჩენებს იბარებს, რისი საშუალებითაც ქულების დაგროვებაა შესაძლებელი. 1 ქულა + 1 ლარს. ამ ქულებით კი „ტენეს“ პროდუქციის ყიდვა განსაკუთრებული ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
„ჩვენთან გარემოზე ზრუნვა მომგებიანია! არ ჩაყარო საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენი ნაგვის ურნაში, შეინახე ცალკე და ჩაგვაბარე ჩვენ, სანაცვლოდ კი მიიღე ქულები, რომლითაც ისეთ ფასებად შეიძენ პროდუქციას, როგორშიც ვერსად ნახავ! პროდუქციის სანახავად დარეგისტრირდი დღესვე და მიიღე 30 ქულა წინასწარ: https://ginventor.ge/register
„ტენეში“ 1 ქულადაა შეფასებული დაზიანებული USB კაბელი და 1 კგ. ცელოფნის პარკი;
0,20 ქულად — პლასტმასის ბოთლი, თუნუქის ქილა, შამპანურის ბოთლი, კბილის პასტის, პარფიუმერიის და სხვა ტუბები, კბილის ჯაგრისი, საჭმლის კონტეინერი, კვერცხის კონტეინერი, ელემენტი, ელექტრო სიგარეტი, სანთებელა;
0,10 ქულად — პლასტმასის თავსახური და პლასტმასის დიდი ჭიქა;
0,05 ქულად — წყლის დისპენსერის ჭიქა.
ჩაბარების მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, სოხუმის ქუჩა 4/6ა.
იგეგმება დამატებითი ჩაბარების პუნქტების გახსნა, მათ შორის საქართველოს სხვა ქალაქებში, - ნათქვამია „ტენეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.