"ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის“ ფარგლებში 25-წლიანი იჯარით 577 ჰა მიწის ფართობი გაიცა

access_time2022-02-13 15:30:17

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეწვია, ორგანიზაციის მაღალი და საშუალო რანგის მენეჯმენტს შეხვდა და გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.

პრეზენტაცია სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ გამართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.

პრეზენტაციისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს მონაწილეობაზე ისეთ სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია“, რომლის ფარგლებში პროგრამის 32 ბენეფიციარს 25-წლიანი იჯარით მიწა ჩაის პლანტაციების გაშენება - მოვლისათვის 577 ჰა მიწის ფართობი გადასცა.

სააგენტო ასევე მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბი - საძოვრების რადიონალურად გამოყენების პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მეცხოველეობის განვითარებას.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაწყებულია ერთ დროს აყვავებული, თუმცა ბოლო პერიოდში დაპაუზებული სექტორის, ჩაის, კვლავ გამოცოცხლება. ამის შესახებ წელს ჩაის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად FAO-ს და EBRD-ის მიერ მხარდაჭერილ ვირტუალურ მრგვალ მაგიდაზე  ითქვა.  შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ჩაის წარმოების ისტორია მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ  საბჭოთა ქვეყნებს ჩაით სწორედ საქართველო და აზერბაიჯანი ამარაგებდნენ.

აზერბაიჯანი და საქართველო უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი რეგიონის ნაწილია. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ორივე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილს ამარაგებდა ჩაით. იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ინდოეთის, ჩინეთისა და შრი-ლანკას შემდეგ. 


მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლამ ორივე ქვეყნის ჩაის სექტორის მკვეთრი ჩამოშლა გამოიწვია. დღეს, საერთო წარმოებით, რაც დაახლოებით 3000 ტონაა, ისინი წარმოადგენენ გლობალური ჩაის წარმოების 0,05 პროცენტს. დღეს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაისადმი ინტერესი იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, ორივე ქვეყნის მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ჩაის სექტორის ასაღორძინებლად. 2018 წელს, აზერბაიჯანში დამტკიცდა განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც 2027 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3000 ჰექტარამდე და წლიური წარმოება 8500 ტონამდე გაიზრდება - რაც რვაჯერ მეტია 2018 წელთან შედარებით, - აცხადებენ FAO-ში.

2016 წელს საქართველოში მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციას, უახლოესი წლების განმავლობაში.


შეხვედრაზე განმარტეს ქართული და აზერბაიჯანული ჩაის უნიკალური თვისებებიც: აზერბაიჯანული და ქართული ჩაი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც განპირობებულია ჩაის წარმოების რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობითა და კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებით. აქაურ ჩაის ნაყენს აქვს გამჭირვალე შეფერილობა და მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ნულოვანი ქიმიკატების გამოყენებით, რაც ქმნის ორგანული პროდუქტის წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს ორივე ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას“, აცხადებენ FAO-ში. 


საერთაშორისო კვლევით დასტურდება, რომ მაღალი კატეგორიის ჩაიზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მზარდია. მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ხალხი ჩაის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამზე მეტ ჩაის მოიხმარენ და ამით ადგილს იკავებენ ისეთ წამყვან ჩაის მომხმარებელ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და მაროკო.


როგორც FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა შეხვედრაზე განაცხადა, მდგრადი და პერსპექტიული მიდგომა, პოტენციური რისკების გათვალისწინებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, არის მთავარი ფაქტორი აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩაის სექტორების წარმატებული განვითარებისათვის.  როგორც წესი, ტემპერატურის და ნალექების მატება იწვევს ახალი მავნებლების გავრცელებას, რაც ქმნის პესტიციდების გამოყენების და ნიადაგის მორწყვის აუცილებლობას, რისი საჭიროებაც ამჟამად არ დგას.


„როგორც ახლახანს გამოქვეყნებული FAO-EBRD-ს კვლევებიდან ჩანს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაის მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი ისარგებლონ უკვე არსებული დადებითი რეპუტაციით, რომელიც აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში, შესაბამისად, სათანადო მხარდაჭერით, დაიკავონ მეტი სივრცე საერთაშორისო ბაზარზე“,- აღნიშნავენ FAO-ში.



სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება. ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი. 


საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, პროექტ „ქართულ ჩაის, სახელმწიფო 2016 წლიდან ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაიწყო. 2019 წელს მისი დაფინანსება 400 ათასი ლარით შემცირდა და სულ 500 ათასი ლარი შეადგინა.


ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up