ძველი თბილისის სასტუმროებსა და აპარტამენტებზე მოთხოვნა პიკზეა

ძველი თბილისის სასტუმროებსა და აპარტამენტებზე მოთხოვნა პიკზეა

access_time2022-03-22 12:00:39

საქართველოში  ჩამოსული რუსი და ბელარუსი ტურისტები ძირითადად ძველი თბილისის სასტუმროებსა და აპარტამენტებში განთავსდნენ. როგორც ტურისტული კომპანია „ინვენიო თრეველის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნატალია კლიმიაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ძირითადად მოქალაქეების ის ნაწილი ჩამოვიდა, ვინც სანქციებს  გამოექცა. ზოგს არ უნდა, რომ ომში  გაიწვიონ, ზოგი -  საკუთარი ბიზნესის გადარჩენა ცდილობს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


,,რუსეთიდან და ბელარუსიდან  შემოსულ მოქალაქეებს ტურისტები ნაკლებად ეთქმით. ისინი მცირე ხნით არ ჩამოსულან, ცდილობენ აქ მოიკიდონ ფეხი, რაღაც გაურკვეველი ვადით დარჩნენ საქართველოში.  ტურისტულად ნამდვილად არავინ არ ჩამოდის. თუმცა საკმაოდ შეძლებული ფენაა ჩამოსული, ძირითადად ძველი თბილისის სასტუმროებსა და აპარტამენტებში გადანაწილდნენ. ამ ფაქტის გამო საკმაოდ მოიმატა უძრავი ქონების ფასმა და ეს ეხება როგორც გაყიდვებს, ასევე ბინის ქირასაც, რომელიც ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაძვირდა. ათასობით ადამიანია ჩამოსული, დიდი ხნით სასტუმროებში ვერ გაჩერდებიან, ამიტომ ეძებენ  სახლებს, სადაც იცხოვრებენ, ამით სარგებლობს ბევრი და ფასს ზრდის. ხალხი ისედაც გაჭირვებულია პანდემიის გამო და ბევრი ამ სიტუაციით სარგებლობს“, - ამბობს ნატალია კლიმიაშვილი.


მისივე თქმით, საქართველოში შემოსული მოქალაქეების 30-40% ბელარუსები არიან, დანარჩენი 60-70% რუსეთის დიდი ქალაქებიდან,  მეტი წილი 40 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.



ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ტენდენცია არასახარბიელოა და აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება მთავრობის მხრიდან, რაც კანონმდებლობის დონეზე უნდა დალაგდეს.


,,ქვეყანაში დიდი ხნით შემოსულ ადამიანს თანდათან მეტი მოთხოვნა ექნება. ბუნებრივია, ცოტა ხანში რუსულენოვან სკოლებს და ბაღებს მოითხოვენ. მერე სხვა საჭიროებები გაჩნდება.  ეს მომავალში პრობლემას შექმნის, რაღაც ზომები უნდა მიიღონ, სავიზო რეჟიმი დაწესდეს და შეიზღუდოს მათ მიერ კომპანიების რეგისტრაცია, თუ  არ გვინდა პატარა ,,რუსეთი“  და ,,ბელარუსი“ გვქონდეს ქვეყანაში. კანონმდებლობის დონეზე უნდა დალაგდეს ეს სიტუაცია. როგორც კი უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, დალაგდება სიტუაცია და ისევ ფეხზე დავდგებით, მაგრამ ეს როდის მოხდება, არ ვიცით, ამიტომ ყველა ზომა უნდა მივიღოთ“, - აცხადებს კლიმიაშვილი ,,კომერსანტთან“.


შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით,  24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით საქართველოში შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე, გასულია 17 801 ადამიანი. გამოდის, რომ შემოსული მოქალაქეებიდან დაახლოებით, 12 ათასი ადამიანი არ გასულა საქართველოდან.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up