„ჩამოვლენ, რა დახვდებათ?! გამოსვლები, გაფიცვები და ათასობით ადამიანის შეკრების შედეგად დამძიმებული ეპიდსიტუაცია“ - ჰოტელიერი უცხოელ ვიზიტორებზე

„ჩამოვლენ, რა დახვდებათ?! გამოსვლები, გაფიცვები და ათასობით ადამიანის შეკრების შედეგად დამძიმებული ეპიდსიტუაცია“ - ჰოტელიერი უცხოელ ვიზიტორებზე

access_time2021-11-10 18:00:00

„ბიზნესებისთვის არსებულ ჩარჩოებს, კიდევ უფრო მეტს ვუმატებთ, სამაგიეროდ გარეთ ისეთი პოლიტიკური დუღილი გვაქვს, ადამიანს ჩამოსვლა არ მოუნდება“, - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ისედაც არსებობს რეგულაციები, დამატებით კოვიდ პასპორტების მოთხონა, ცალკეულ ბიზნესებზე ნეგატიურად აისახება.


„უცხოელებს მწვანე პასპორტების პრობლემა არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენთან საზღვარზე მაინც გადმოდიან პსრ 72 საათიანი ვალიდურობით.



ჩვენს სამთო კურორტებს აქვს თავისი მახასიათებლები. გუდაური 90%-ით (თუ მეტით არა) დამოკიდებულია უცხოელ ვიზიტორებზე, ბაკურიანი საკმაოდ დიდი ნაწილით, შეიძლება ითქვას, 50%-ზე მეტით ადგილობრივ ტურისტებზეა, ხოლო მესტია თანაბრად, როგორც უცხოელზე ისე ადგილობრივზე. ასე რომ, მწვანე პასპორტების მოთხოვნას თუ გუდაურზე დიდი გავლენა ვერ ექნება, ბაკურიანსა და მესტიაზე აუცილებლად ექნება“,- განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროებისთვის მწვანე პასპორტები შესაძლოა, მუშაობის შემაფერხებელი იყოს, სიტუაციას ყველაზე მეტად შექმნილი პოლიტიკური ვითარება ართულებს.


„ტურიზმის განვითარების აუცილებელი პირობა არის უსაფრთხოება. სამწუხაროდ, ამ არამდგრად პოლიტიკურ სამყაროში, ჩვენს ქვეყანაში სადაც ვცხოვრობთ, როდესაც გამუდმებით გამოსვლებია, რომელ კოვიდ პასპორტებზეა საუბარი, 15-კაციან კაფეში, ან 20-კაციან სასტუმროში, ათასობით ადამიანია გარეთ ქუჩაში პირბადის და ყოველგვარი დაცვის გარეშე. რა თქმა უნდა, გაიზრდება დასნებოვნების რიცხვი. ანუ, ბიზნესებისთვის არსებულ ჩარჩოებს, კიდევ უფრო მეტს ვუმატებთ, სამაგიეროდ გარეთ ისეთი პოლიტიკური დუღილი გვაქვს, ადამიანს ჩამოსვლა არ მოუნდება. იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ტურიზმის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა უსაფრთხოება. ეს ადამიანები, რომლებსაც საქართველოში უნდათ ჩამოსვლა, უბრალოდ დაგუგლავენ და ნახავენ, რომ მრავალათასიანი მიტინგებია, გამოსვლებია... შესაბამისად, უსაფრთხოების შეგრძნება აღარ აქვთ. ამ შემთხვევაში კოვიდის სტატისტიკა ინაცვლებს უკვე მეორე პლანზე, ხოლო პირველზე ინაცვლებს უსაფრთხოება. ჩამოვლენ, რა დახვდებათ?! გამოსვლები, გაფიცვები და ათასობით ადამიანის შეკრების შედეგად დამძიმებული ეპიდსიტუაცია. ეს არის ის ჩიხი, რომლიდანაც ძალიან მალე უნდა გამოვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ზამთრის ტურიზმი სამწუხაროდ, არ გვექნება“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up