"ჩარჩოებში მოქცეული ეკონომიკური აქტორი ხდება უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი“

access_time2022-01-29 13:30:09

„დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები,“- ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სათამაშო ბიზესის რეგულირებასთან დაკავშირებით, წერს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად 2022 წლის 1-ლი იანვრიდან (2022 წლის 1 მარტიდან უფრო გამკაცრდება) ერთი თვის თავზე დადგა შემდეგი შედეგი:

  • ბაზარზე გაჩნდა 10 - ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ სისტემა, კოპირებული ქართული გემბლინგ პროვაიდერების სახელებით და ქართულად თარგმნილი სერვისებით;
  • დაიწყო ე.წ. “ექაუნთების” გაყიდვა. 25 წელს გადაცილებული არასაჯარო მოხელე პირები ქმნიან და ყიდიან “ექაუნთებს” არასრულწლოვნებზე, საჯარო მოხელეებზე და ა.შ.;
  • შეიქმნა 50 - ზე მეტი გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ნებისმიერი ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს უბრალოდ შეუძლია მიწეროს და გააკეთოს ფსონი. (ხელზე გამაზვა გადავიდა ჩათში გამაზვაზე);
  • წახალისდა და შეიქმნა 100 ზე მეტი ე.წ. კრიპტო კაზინო, სადაც თამაში ხდება კრიპტო ვალუტების მეშვეობით და ეს სფერო არის სრულად უკონტროლო.


სათამაშო ბიზნესის ამ რეგულაციებით დიდი ზიანი მიადგა ქართულ სპორტს. სპონსორობის და რეკლამირების გაჩერებით:

  • ქართულ საფეხბურთო კლუბებსა და მათ აკადემიებში კარგ შემთხვევაში 40%-ით შეუმცირდათ ხელფასები და ძირითად შემთხვევაში დადიან გაკოტრების ზღვარზე (მაგალითად საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი).
  • ფაქტიურად სახელმწიფო ბიუჯეტის იმედზე რჩება ძალისმიერი სპორტის 90%.
  • ინდივიდუალური სპორტის სახეობები, სადაც არაერთი წარმატება გვაქვს მიღწეული რჩებიან სრულად, ხაზს ვუსვამ სრულად დაფინანსების გარეშე..
  • სახელმწიფო ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან იღებდა საერთო ბიუჯეტის 4.5% - ს და მასთან აფილირებული სხვადასხვა კომპანიებთან გაერთიანებით ჯამურად 12% - მდე.
  • დაიწყო საკადრო ოპტიმიზაცია გემბლინგსა და მასთან აფილირებულ სფეროში (ჯამურად დასაქმებული 30 000 ზე მეტი ადამიანი).
  • სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად ქვეყანას ტოვებენ გემბლინგსა და მასთან ასოცირებული საინვესტიციო პაკეტები. ჯამურად ქვეყანა კარგავს მილიარდ ევრომდე ინვესტიციას.


მარტივად რომ ავხსნათ დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები და ეს გაცილებით, ხაზს ვუსვამ გაცილებით მეტ სოციალურ ზიანს მოიტანს საზოგადოებისთვის,“-წერს აბესაძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up