Charles Rullo - ქართული ოთხნახადი ჭაჭა  შავი სტაფილოს არომატით და ფერით

Charles Rullo - ქართული ოთხნახადი ჭაჭა შავი სტაფილოს არომატით და ფერით

access_time2022-01-27 16:00:49

Charles Rullo (ჩაკ რულო), იგივე ჩაკი, ქართულ ბაზარზე პანდემიურ პერიოდში გამოჩნდა და მალევე მიიქცია ყურადღება.  ჭაჭის ქართული ბრენდი სულ 1 წელია, დახლებზეა, მაგრამ მომხმარებელთა საკმაოდ ფართო წრე შეკრა და ბოლო დროის ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული სასმელია.


ბრენდი ახალგაზრდა მეწარმეებმა - ლევან ტურძელაძემ და ლევან ჩიკვაიძემ შექმნეს. სწორედ მათ მიაგნეს ჭაჭის აქამდე უცნობ არომატს და მომხმარებლების ოვაციაც დაიმსახურეს.


როგორც  ლევან ჩიკვაიძე  ,,კომერსანტთან ამბობს, Charles Rullo-ს გამოარჩევს უნიკალური სინთეზი - 40%-იანი რქაწითელის ყურძნის დისტილატის და ნატურალური შავი სტაფილოსი, რაც მას ვიზუალურად მიმზიდველს, რბილად დასალევს და განსაკუთრებით არომატულს ხდის.


,,ჩაკ რულოს“ თანადამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ახალ პროდუქტს აქვს პოტენციალი, თამამი სიტყვა თქვას საერთაშორისო ბაზარზე და უცხოელი მომხმარებლების ყურადღებაც მიიპყროს.  ამ ამბიციით შეუდგა ახალი ქართული ჭაჭის შემქმნელთა გუნდი ექსპორტის მიმართულებით მუშაობას. ჩიკვაიძის თქმით, პირველი პარტია ექსპორტზე 2022 წელს გავა.


,,ბრენდის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა.  2-3 წელი დასჭირდა უნიკალური რეცეპტის მიღებას, ჭაჭის ინსპირაციით ოთხნახადი ჭაჭა,  წელი დაგვჭირდა, რომ უნიკალური რეცეპტი მიგვეღო - ოთხნახადი, ნატურალური შავი სტაფილოს შეფერილობის, 40 გრადუსიანი, სასიამოვნო დასალევი როგორც ცალკე, ისე სხვადასხვა კოქტეილსა და მიქსერებთან. ამასთან, აღსანიშნავია მისი საინტერესო ბრენდის იდენტობაცრაც ძალიან მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.


ბაზარზე 2020 წელს გამოვჩნდით, თუმცა აქტიური გაყიდვები დაიწყო 2021 წელს, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარეთ პანდემიიდან გამომდინარე, გავრისკეთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენმა სვლამ გაამართლა. პანდემიურ პერიოდში საქმიანობას ახლდა ერთი პოზიტივიც - ბევრი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალება გვქონდა. თანდათან ჰორეკა სექტორიც გაიხსნა და ჩვენც უფრო და უფრო მოვძლიერდით. ჯერჯერობით შიდა ბაზარზე ვფართოვდებით, ხოლო უკვე წლის ბოლომდე შევძლებთ გასვლას ევროპულ და აზიურ ბაზრებზე, ვცდილობთ, ორივე მიმართულება მოვიცვათ“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ლევან ჩიკვაიძე.

 

კომპანიის სამომავლო გეგმის შემუშავებაში, ექსპორტთან დაკავშირებით  ,,ჩაკ რულოს“ მწარმოებლებს დაეხმარა სახელმწიფო სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც კომპანიის წარმომადგენლებმა გაიარეს ექსპორტის მენეჯმენტის კურსი.

 

,,არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა ექსპორტის მიმართულებით გამოცდილება. მცირე მოკვლევის შემდეგ  გავიარეთ სააგენტოს ექსპორტის მენეჯმენტის კურსი და გავეცანით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა საექსპორტო ლოგისტიკა, ხარისხის ინფრასტრუქტურა და ბიზნესკომუნიკაციის წარმოება პოტენციურ დამკვეთებთან. კურსის პროგრამა მაქსიმალურად მორგებულია საბაზრო მოთხოვნებზე. ვფიქრობთ, მივიღეთ ის თეორიული ცოდნა, რომელიც აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენი უნიკალური ბრენდი და პროდუქტი სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელსაც გავაცნოთ“,  - ამბობს ლევან ჩიკვაიძე.


მისივე ინფორმაციით, 2021 წელს დაახლოებით 5000-მდე ბოთლი  Charles Rullo გაიყიდა. ახალი ბრენდი წარმატებულია ჰორეკა სექტორში, სადაც 30-მდე რესტორანსა და კაფე-ბარში იყიდება.


რაც შეეხება სამომხმარებლო ბაზარს, ,, ჩაკ რულო“ ერთ-ერთი კარგად გაყიდვადი სასმელია ,,ალკორიუმში“ და უკვე ჰიპერმარკეტების ქსელებშიც - სულ ცოტა ხნის წინ ახალი სასმელი ,,სმარტის“ დახლებზეც გამოჩნდა. ერთი ბოთლი „ჩაკ რულო“ საცალო სექტორში 27-28 ლარად იყიდება. 

 

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up