ჩარლზ III-ის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 3 ივნისს, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ოფიციალურმა პირებმა გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, ცერემონია ჩარლზის მეფობის დასაწყისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ცენტრალური ელემენტი იქნება.
ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლისა გარდაიცვალა. დიდი ბრიტანეთის მეფე ელისაბედის ვაჟი, ჩარლზ მესამე გახდა.