ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა 11 მილიონად გაიყიდა

ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა 11 მილიონად გაიყიდა

access_time2022-12-10 20:01:24

თბილისში, ჭავჭავაძის 49-ში მდებარე სპორტის უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა - ობიექტი საპროვატიზაციოდ 24 ნოემბერს გამოვიდა და კონკურსი 8 დეკემბერს დასრულდა. შენობის ყიდვა რამდენიმე ინვესტორს სურდა, ამიტომაც ვაჭრობა 51 ბიჯით წარიმართა და 10 მილიონის საწყისი ფასიდან, საბოლოო ღირებულება 11 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 

უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა 18,019 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე არის განთავსებული. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი შპს ვი არ ვაკე თაუერსმა იყიდა. კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი “კრწანისი ვილა რეზიდენსის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა. 

სრულად სპორტის უნივერსიტეტის შენობის საინვესტიციო ვალდებულებები ასე ნაწილდება: 

ბ. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონებიდან, დანართი N2-ით განსაზღვრული სიტუაციური გეგმის შესაბამისად, არანაკლებ 7200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 26 128 219 (ოცდაექვსი მილიონ ას ოცდარვა ათას ორას ცხრამეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტით და პირობებით: 

გ.ა) არანაკლებ 9 400 კვ.მ. საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობ(ებ)ის აშენება (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობის სრულ რემონტს, დამოუკიდებელ გათბობა-გაგრილების სისტემას, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს, კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2 (ორი) დარბაზის (ჯამში 8 (რვა) დარბაზი) მოწყობას) და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება; 

გ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსადგომიდან არანაკლებ 110 კვ.მ. ფართის მოწყობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით, იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში, იგი ასრულებდეს სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქციას; 

გ.გ) არანაკლებ 500 (ხუთასი) კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი მინისაფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის ჩოგბურთის მოედნის მოწყობა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება; 

დ) „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული უძრავი და მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა; 

ე) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მითითებულ ტერიტორიაზე არანაკლებ 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ამავე სამინისტროსთან შეთანხმებული სამშენებლო პროექტითა და პირობებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ, არანაკლებ 3 390 776 (სამი მილიონ სამას ოთხმოცდაათი ათას შვიდას სამოცდათექვსმეტი) ლარის დანახარჯის გაწევის გზით, სამბოს დარბაზის პროექტირება, მშენებლობა, რემონტი და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება. 

ვ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) წლის ვადაში, საპრივატიზებო უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების მიზნით, ასევე, „გ“ და „ე“ პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, არანაკლებ 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარის დანახარჯის/ინვესტიციის განხორციელება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე).


bm.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up