სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულების პრინციპულ პუნქტებზე შეთანხმდნენ, ჯერი მათ რეალიზაციაზეა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეკომპანიას Tvnet უთხრა.
„პრინციპულ პუნქტებზე – ასეთი ხუთი იყო – შეთანხმება მიღწეულია. მათ შორის არის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთაღიარება, საზღვრების დემარკაცია და სხვ. ჯერი მათ რეალიზაციაზეა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
მისივე თქმით, ანკარასა და ერევანს შორის ნორმალიზების პროცესი და ბაქო–ერევანს შორის მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმებაზე ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ იწარმოებს. „ჩვენ ეს ბევრჯერ გვითქვამს“, – თქვა თურქეთის მთავარმა დიპლომატმა.
gbc.ge