ჩეჩნეთის ხელისუფლება ჩეჩენავტოს ქარხანაში მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ე.წ. „ჯიჰადის მანქანებს“ შემდგომში ტესტირება რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში ჩაუტარდებათ. ინფომრაციას რუსული ავრცელებს.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა და რეგიონის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ადამ ხაკიმოვმა არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრების ფარგლებში განიხილეს შპს ჩეჩენავტოს საწარმოო ბაზაზე ჯიჰადის მანქანის წარმოების დაწყების საკითხი, რასაც მოჰყვება ტესტირება რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტში“, - წერს რუსული მედია.
რეგიონის მთავრობა ასევე განიხილავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის, მათ შორის ჯავშანტექნიკის, შეკეთებისა და მოვლის დიდი ცენტრის შექმნის საკითხს. „რკინიგზის ლოჯისტიკის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცენტრის შექმნა შპს „ჩეჩენავტოს“ ბაზაზე ან გროზნოს ინდუსტრიული წარმოების ტიპის სპეციალური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განიხილება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლება ჩეჩენავტოს ქარხნის ბაზაზე პირველი საავტომობილო კლასტერის შექმნას რუსეთის სამხრეთში 2023 წელს გეგმავდა. კომპანია უკვე აწყობს Lada Granta მანქანებს, გასული წლის ოქტომბერში კი GAZ Group-თან ერთად ახალი Gazelle-Next მოდელის აწყობა დაიწყო.