ჩემი ინიციატივაა, რომ საქართველოს ერქვას - საქართველო ყველა ენაზე - ლევან კობერიძე

ჩემი ინიციატივაა, რომ საქართველოს ერქვას - საქართველო ყველა ენაზე - ლევან კობერიძე

access_time2023-04-24 23:00:56

ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის ავტორმა და პროექტ Greta-ს მდგრადი სამთო ტურიზმის კომპონენტის მენეჯერმა ირაკლი კუციამ სამთო ტურიზმის გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

ლევან კობერიძის თქმით, როცა საქართველოს, როგორც ბრენდის შექმნის პროცესში ერთგვაროვნება და მდგრადობა გვაკლია.

 

„ქვეყანას რა დავუძახოთ ვერ გადაგვიწყვეტია, ინგლისელ სტუმარს ვეტყვით, რომ ეს არის „ჯორჯია“, სლავს - „გრუზია“, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საქართველო. 3 სახელს ვეძახით ქვეყანას. ამას გარდა, ამერიკელს უნდა უხსნა, რომ ეს შტატი არ არის, ქვეყანაა და ა.შ.

 


ჩემი ინიციატივაა, მაგალითად, რომ საქართველოს ერქვას - საქართველო ყველა ენაზე. როგორც ლიეტუვაა, როგორც ტურისტული ბრენდი სვერიგე შექმნა შვედეთმა და ა.შ. იქნებ ემოციურ ფონს მივდევ ქვეყნის ბრენდის წარდგენის დროს და ხომ არ გვრჩება ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლის გარეშეც ვერც ერთი ბრენდი ვერ აშენდება?

 

ირაკლი კუციას თქმით, ქვეყანაში არ არც იმაზეა შეთანხმება, რა შეიძლება იყოს ქვეყნის მთავარი დანიშნულება.


„ზოგისთვის საქართველო შეიძლება დაკავშირებული იყოს აბრეშუმის გზასთან, ღვთისგან გამორჩეულობასთან და ა.შ. ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ,რომ ჩვენი მახასიათებელი არის თავისუფლების სიყვარული და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მთელ ჩვენს ისტორიას რომ გადახელო, ურთულეს პირობებში თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის ისტორიაა. ჩვენ გვინდა ბედნიერების შეგრძნება მოვიპოვოთ და სხვასაც ვანიჭებთ ბედნიერებას და ძალიან არ გვიყვარს ვიყოთ სხვაზე დაქვემდებარებული“, - განაცხადა ირაკლი კუციამ.


თეგები:
საქართველო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up