ჩემს შემცვლელს კარგ მემკვიდრეობას ვუტოვებ - კობა გვენეტაძე

ჩემს შემცვლელს კარგ მემკვიდრეობას ვუტოვებ - კობა გვენეტაძე

access_time2022-12-23 18:00:19

„საქართველოს ეროვნული ბანკი ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, გვყავს თანამშრომლები რომლებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა კერძო სექტორში. ვფიქრობ, რომ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩემს შემცვლელს ნამდვილად კარგ მემკვიდრეობას ვუტოვებ“, — ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.


გადაცემა „ეკონომიქსში“ საუბრისას გვენეტაძემ ეროვნული ბანკის მომავალ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ მოერიდოს არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, რომლის გარეშეც მიზნის მიღწევა შეუძლებელია.


„ფინანსური სექტორი არის ჯანსაღი და მყარი, არასაბანკო ფინანსური სექტორი არის მოწესრიგებული და ისეთი რისკები, როგორიც არის მაგალითად პირამიდები, შემცირებულია. ქვეყანამ შეძლო დახმარების მიღება როდესაც ამის საჭიროება იდგა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ დასაწყისი ნამდვილად კარგი ექნება.



ჩემს შემცვლელს ვურჩევ, რომ ყოველთვის საქმის კურსში იყოს, თუ რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე, რომელი პრაქტიკა არის უფრო კარგი და არასოდეს მოერიდოს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ამის გარეშე, სამწუხაროდ, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიზნების მიღწევა შეუძლებელია“,  ამბობს კობა გვენეტაძე.


სამომავლო გეგმებზე საუბრისას კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ პოსტის დატოვების შემდეგ მიუხედავად მრავალი შემოთავაზებისა, პირველ ეტაპზე დასვენებას გეგმავს.


„მაქვს რამდენიმე, საკმაოდ კარგი შემოთავაზება, თუმცა მინდა რომ ცოტა ხანი დავისვენო. დაგროვებული მაქვს რამდენიმე წიგნი, რომელიც ძალიან მინდა წავიკითხო“,  აღნიშნა გვენეტაძემ.


2023 წლის 2 მარტს, შვიდწლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი, შესაძლოა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ დაიკავოს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up