კომპანია "ჰელსიკი ჯორჯიას’’ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი "საქმიან დილაში" აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისთვის უფრო მომგებიანი იქნება თუ წელს არ იმუშავებს, რადგან იმის რესურსი, რომ ფასის ზრდის შესაბამისი ხარისხი შექმნას, არ აქვს.
"ძალიან ბევრი ბიზნესი დაბალი ბრუნვიდან გამომდინარე, გაზრდილი ფასების ხარჯზე ცდილობს მოგების მარჟის ზრდას, რაც ავტომატურად, კონკურეტნულ ბაზრებზე ჩვენს ფასს ძალიან მაღლა წევს, მეორეს მხრივ ფასი ხელოვნურად იზრდება და ხარისხი ქვემოთ ეცემა, რადგან ტრეფიკიდან გამომდინარე საკმარისი ბრუნვა არ არის.
საკუთარი ბიზნესიდან გამომდინარე გეტყვით, რომ დღეს, რომ ოპერირება ისე დავიწყო, როგორც 2019 წელს ვოპერირებდი, მომსახურების ფასი 25%-ით უნდა გავზარდო, მაგრამ 25%-ით გაზრდილ ფასზე იგივე სერვისს ვერ ვთავაზობ.
გრძელვადიან პერსპექტივაში მომავალი წლებისთვის ეს ბიზნესს ავტომატურად გამიფუჭებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩემთვის უფრო მომგებიანია, რომ წელს არ ვიმუშავო და ინვესტირება მომავალ წლებზე ჩავდო, ვიდრე წელს რაღაც ოპერირებით გავიფუჭო სახელი, ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტი, რამაც შეიძლება, უფრო დიდ კატასტროფამდე მიმიყვანოს", - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.
წყარო: https://bm.ge