მეცნიერებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად მცხოვრები ძაღლების გენომი შეისწავლეს, რათა გაერკვიათ, რა გავლენა მოახდენდა მათზე რადიაციის მაღალმა დონემ. აღმოჩნდა, რომ ეს პოპულაციები გენეტიკურად განსხვავდებიან ძაღლის იმ ჯიშებისგან, რომლებიც რადიაციისგან დაზარალებული ზონიდან შორს ცხოვრობენ. კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Science Advances.
1986 წელს ატომურ ელექტროსადგურში აფეთქების შემდეგ, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ხელისუფლებამ შინაური ცხოველების პატრონებს მათი განადგურება დაავალა. ნაწილი ცოცხალი გადარჩა. შედეგად, ახლა ჩერნობილში გადარჩენილი ძაღლების 800-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობს ატომური.
2017-2019 წლებში აშშ-ის ადამიანის გენომის ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა ჩერნობილის რეგიონში 302 ძაღლისგან სისხლის სინჯები აიღო და მათი გენომი შეისწავლა. ამ ძაღლების გენომები შეადარეს 200-ზე მეტი ძაღლის გენომს უკრაინის სხვა ნაწილებიდან და 12 ახლომდებარე ქვეყნიდან. გაირკვა, რომ ატომური ელექტროსადგურის მახლობლად და ქალაქ ჩერნობილში მცხოვრები ძაღლების გენომი მკვეთრად განსხვავდებოდა სხვა ძაღლების გენომებისგან.
უახლესი მონაცემებით, 800-მდე ძაღლი შეიძლება ცხოვრობდეს ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ძალიან დაბინძურებულ ტერიტორიებშიც.
კვლევაში მონაწილე ყველა ძაღლი შერეული ჯიშის იყო. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ჩერნობილის ძაღლებს ყველაზე ახლო გენეტიკური კავშირი აქვთ გერმანულ ნაგაზებთან. ისინი, სავარაუდოდ, გერმანული ნაგაზების შთამომავლები არიან.
კვლევამ შეიძლება ხელი შეუწყოს გენეტიკური ვარიანტების იდენტიფიცირებას, რომლებიც ზრდის კიბოსადმი წინააღმდეგობას ან ეხმარება ორგანიზმს რადიაციული ზემოქმედებისგან - როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსში, სადაც რადიაციის დონე იქ უფრო მაღალია.