სკანდინავიის ქვეყნების - შვედეთის, დანიისა და ნორვეგიის მსგავსად, ჩეხეთმა თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა, - ამის შესახებ EuroNews-ი წერს.
ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბარებში, რესტორნებში, კაფეებში, სილამაზის სალონებში, ასევე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარაა.
ჯერჯერობით, ძალაში რჩება საკონცერტო და სპორტულ სივრცეებში მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვა - ღონისძიებებზე 1000-ზე მეტი ადამიანის დასწრება აკრძალულია. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 თებერვლიდან, მაყურებელთა დასაშვები რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება.
გასულ კვირაში, დანია გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა. 9 თებერვლიდან, შეზღუდვები შეამსუბუქა შვედეთმაც.
imedinews.ge