ჭიათურაში ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს

ჭიათურაში ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს

access_time2022-10-18 15:57:20

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის პროფესიული კურსი დაიწყო.

 

კურსი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრისა და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობით შეიქმნა.

 

ჯგუფში ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები 15 ახალგაზრდაა, მათ შორის - 3 ქალი. ხუთთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები სრულიად უფასოდ შეისწავლიან მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას.

 


მსმენელებს ჩაუტარდებათ თეორიული კურსები განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე. კურსი მოიცავს ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც ახალგაზრდები ლაბორატორიაში გაივლიან. გარდა ამისა, დაგეგმილია ექსკურსია მზის მოქმედ ელექტროსადგურზე.

 

კურსის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟს ეხება, მომზადებულია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) მიერ, რომელიც უახლოეს ხანებში გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით შესაბამის სახელმძღვანელოსაც გამოსცემს.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმერეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მზის სისტემების მონტაჟის შესწავლა დაიწყეს. აღნიშნული პროფესია აუცილებელია ქვეყანაში ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის, მაგრამ საქართველოს შრომის ბაზარზე ამ დრომდე დეფიციტურია. მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის პროფესიულ კურსს ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ვახორციელებთ. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ერთობლივად შევუწყოთ ხელი იმერეთის რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას,“- განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up