ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო

access_time2021-02-18 11:26:58

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა მაღაროს ტერიტორიის პიკეტირება მოაწყო. ისინი კომპანიისგან მადნის მოპოვების პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. პიკეტირების მონაწილეები „შუქრუთი +“-ს ოპერირების შესაძლებლობას არ აძლევენ, რის გამოც, საწარმოო პროცესი პარალიზებულია.

მადანმომპოვებელი კომპანია „შუქრუთი+“ ჭიათურაში, კერძოდ, სოფელ შუქრუთში  გასული წლიდან ოპერირებს.  მან ადგილობრივ მცხოვრებლებთან ჯერ მემორანდუმი, შემდეგ კი ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანია ვალდებულებას იღებდა, მადანმოპოვებითი სამუშაოების შედეგად ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალისთვის, შეთანხმების დადებიდან პირველ წელს, თანხა მხოლოდ 700 000 ლარის ფარგლებში გამოეყო, თუმცა, „შუქრუთი+“-მა  ბოლო 9 თვის განმავლობაში მოსახლეობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხაზე თითქმის ორჯერ მეტი, 1 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცა. კომპენსაციებით მოსახლეობის ნაწილი სრულად დაკმაყოფილდა, რიგ ოჯახებს კი მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა.

 აღსანიშნავია, რომ სოფელ შუქრუთის საცხოვრებელი სახლები კერძო აუდიტორის მიერ,  საბაზრო ღირებულებაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტად შეფასა. „შუქრუთი +“ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემას დღემდე ეტაპობრივად ახორციელებს.

„შუქრუთი +“ მოსახლეობას მოუწოდებს, კომპანიას მისცენ ოპერირების შესაძლებლობა, რადგან მისი შეფერხება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოო პროცესს. გარკვეული დესტრუქციული ძალების მიერ ხელოვნურად მართული პროცესების შედეგად ზარალდება კომპანიაში დასაქმებული 800-მდე ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც  კუთვნილი კომპენსაციის მიღებას ელის.


აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სოფელ შუქრუთში ოპერირება გასულ წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ აქ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე უარი განაცხადა. „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით გასულ წლებში საპროესტო აქციები გამართა და პიკეტირება მოაწყო, რის გამოც მან ადგილზე საწარმოო პროცესი შეწყვიტა.

მოგვიანებით, „შუქრუთი+“ მოსახლეობას მოელაპარაკა, რომ  აღნიშნულ მაღაროზე ზემოთხსენებული შეთანხმების შემთხვევაში, ოპერირებას თავად დაიწყებდა.



თეგები:
ჭიათურა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up