ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება

ჭიათურაში ტურისტული ფესტივალი Adventure 2022 გაიმართება

access_time2022-09-09 14:40:03

16, 17 და 18 სექტემბერს ჭიათურა სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო  ფესტივალს Adventure 2022 უმასპინძლებს.  ვიცნობთ როგორც მაღაროს ქალაქს, მანგანუმის მადნის საბადოდ, თუმცა ჭიათურა ამაზე გაცილებით მეტია.  უძველესი არქეოლოგიურ-კულტურული ძეგლები, კარსტული მღვიმეები, ტაძრები და ციხე-სიმაგრეები, ჭიათურაში ყველაფერია იმისთვის, რომ ეს ქალაქი საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ზონად ჩამოყალიბდეს.


სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჭიათურის სათავგადასავლო ფესტივალი - Adventure 2022, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს 3 დღის მანძილზე ჩაერთონ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში. ფესტივალი უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.               


ულამაზეს ბუნებაში ჩაფლული მანდაეთის ტბა ელოდება ყველას, ვისაც ნაოსნობა უყვარს. მანდაეთის ტბაზევე მოეწყობა ას ადამიანზე გათვლილი ქემფინგ ზონა.


სპალეოტურიზმითა და ლაშქრობით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცემათ მოინახულონ ძუძუანას მღვიმე, სადაც მსოფლიოში უძველესი ძაფის ნაშთია აღმოჩენილი და კოტიას მღვიმე, სადაც ნაპოვნია კავკასიონის მასშტაბით პირველი, პალეოლითელი ადამიანის სრულყოფილი ჩონჩხი.  ლაშქრობა გაგრძელდება 24 საათი და მონაწილეები  დაბანაკდებიან მღვიმეში საძილე ტომრებით. კოტიას მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ქორეოგრაფიული წარმოდგენა “დოვინ დოვენ დოვლი“. ლაშქრობის მონაწილეები კოცონთან, ჩირაღდნებითაც შეიკრიბებიან - ეს იმ შოუს ნაწილია რომელსაც პროქტის ორგანიზატორები ღონისძიების მონაწილეებს უმზადებენ.


ადრენალინი, მოხერხებულობა, გამძლეობა, დაკვირვებულობა, სისწრაფე, მოქნილობა, ფიზიკური ძალა და გართობა ერთად - ეს მეკლდეურობაა, რისთვისაც კაცხის სვეტის და სოფელი სვერის საცოცი მარშრუტი გელოდებათ.



25 კილომენტრიანი ველოტური და ყველაზე ამაღელვებელი ჰაილაინის შოუ, გემრიელი კერძები და ქემფინგის ზონა - ეს ყველაფერი ჭიათურის ახალ პერსპექტივებს წარმოაჩენს.


ფესტივალის ფარგლებში ჭიათურის ტურისტული პოტენციალის შესახებ  პრეზენტაცია და დისკუსიაც შედგება.   


ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers-ი.


ფესტივალის წარმდგენია Imereti Tour-ი, ხოლო ინიციატორი და გენერალური სპონსორი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“. ფესტივალის პარტნიორია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია და სვერის სათავგადასავლო ბანაკი. მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO იმერეთი.   

 

(R)










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up