„მოდი ჭიათურის ტურისტულ ფესტივალზე და მოიწყვე დაუვიწყარი თავგადასავალი“ – 16-18 სექტემბერს ჭიათურა ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ტურისტული ბანაკი, ნაოსნობა, ველოტური, სპალეოტურიზმი; მეკლდეურობა და ვია ფერატას შოუ. ჭიათურის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება კერძები. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს TAMADA და Loudspeakers.
ჭიათურის ტურისტული ფესტივალის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი“.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის პარტნიორია - სვერის სათავგადასავლო ბანაკი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.