ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს   შორის თანამშრომლობა დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაიწყო

access_time2021-09-22 15:45:34

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს   შორის თანამშრომლობა დაიწყო. მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიაზცია და დასაქმების ხელშეწყობაა. 

 

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე გაიღრმავონ ცოდნა, კერძოდ, ადრეულ ასაკშივე ( აბიტურიენტობის პერიოდში ) გამოიმუშაონ საჭირო უნარ-ჩვევები, გათვიცნობიერდნენ სამეცნიერო საკითხებსა  და  კრიტიკულ აზროვნებაში. 

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში  ტექნოლოგიური სივრცე გაისნება.  ეს ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და მეორეს მხრივ  მაღალანაზღაურებადი პროფესიების დაუფლებით  იმერეთის რეგიონში მცხოვრები  ახალგაზრდების დაინტერესებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ  ამ პროექტს ექნება კონკრეტული შედეგი ეკონომიკური წახალისების ირიბი გაძლიერებით. უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება, ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს საკაუთარ რეგიონშივე დასაქმდნენ,  რაც თავის მხრივ   შიდა მიგრაციულ პროცესებს შეაჩერებს . უნდა აღინიშნოს , რომ  ამ მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება ჩვენს  რეგიონში და პირველად,  უნივერსიტეტთან ერთად იქმნება მოსამზადებელი ბაზა, განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა  ნატალია პატარიძემ.  

პროექტის ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებამდე, აბიტურიენტებს ( მე - 11 , მე - 12 კლასის  მოსწავლეებს )  საშუალება ექნებათ,  ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე შექმნილ საგანმანათლებლო ჰაბში ჩაირიცხონ და  მომზადების კურსზე დაიწყონ სწავლა. მათთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. აბიტურიენტების გადამზადებას თავად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფს.

 


 „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი იწყებს თანამშრომლობას, რომლის მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. ჩვენ გვსურს წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში და იმერეთის რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით ხელი შევუწყოთ ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს. პროექტის ამოცანას ასევე წარმოადგენს მეტი ახალგაზრდის დაინტერესება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დისციპლინებით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე რეგიონში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასელებს მისცემს საშუალებას გაიარონ უნივერსიტეტების პროფესორების ხელმძღვანელობით ჩატარებული სასწავლო პროგრამა მათემატიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. 

ვფიქრობთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი ცოდნა და მოემზადოს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხელი შევუწყოთ განათლებული და კვალიფიციური პროფესიონალების მომზადებას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს. ‘’ განაცხდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კანცლერმა, მაგადა მაღრაძემ.

 

აბიტურიენტებს, სწავლების პერიოდში ,მუდმივად ექნება ტექნიკური მხარდაჭერა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მხრიდან. იმერეთის საგანმანათლებლო ჰაბი უზრუნველყოფს  კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურ სწავლებას და აბიტურიენტების ტრანსპორტირებას. პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული  , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

„ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა საუკეთესოა მაგალითია  იმისათვის, რომ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ჰქონდეთ  წვდომა. აღნიშნული პროგრამა, ყველა ეტაპზე  მხარდაჭერილია  კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზისგან“  არა მხოლოდ მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე, არამედ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატზე სწავლების პერიოდშიც,  აქ იგულისხმება ფინანსური მხარდაჭერა და შემდგომი დასაქმება. ჩვენი კომპანია ყოველთვის მოქმედებს კორპორატიული   სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში და კარგად ვათვიცნობირებთ, თუ  რას ნიშნავს ჩადო ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში , ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობით,“ განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის„ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ  ხონელიამ.

პროექტში ჩართვის  მსურველთა რეგისტრაცია 25 ი სექტემბრიდან დაიწყება. განაცხადების გაგაზვანს შეძელებენ  იმერეთის რეგიონში, კერძოდ ჭიათუარასა და ზესტაფონში მცხოვრები მე-11, მე-12-ე კლასის  მოსწავლეები.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up