ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში , აბიტურიენტების სასწავლო კურსზე, რეგისტრაცია დაიწყო. ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში , კურსის გავლას ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები, მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ , მსურველბმა აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა , ამისთვის მიყევით მითითებულ ბმულს: https://bit.ly/3kKXWMW და გაითვალისწინეთ , რომ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი.
ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები , ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე , სრულიად უფასოდ შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას , კერძოდ მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით , ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში , ასევე შეძლებენ ინგლისური ენის დახვეწას .
პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსი , იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას აძლევთ , რომელიც უკავშირდება ცოდნის გაღრმავებას , საჭირო უნარ - ჩვევების გამომუშავებას , ასევე სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში გათვიცნობიერებას .
პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი , ქუთაისის საერთაშორისო უნივერსისტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში . პროგრამის მონაწილეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity ჩაბარების შემთხვევაში , მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებსაც მიიღებენ .
პროექტის მხარდამჭერია კომპანია „ ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც მუდმივად მოქმედებს კორპორატიული , სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
(R)