ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ბიზნეს იდეების კონკურსი დაიწყო. თუ გაქვთ ბიზნეს გეგმა , ჩვენ საშუალებას გაძლევთ, იდეა რეალობად აქციოთ და თქვენი ბიზნესი სწორედ ჭიათურიდან დაიწყოთ .
სამეწარმეო საქმიანობის მსურველმა ახალგაზრდებმა შეგიძლიათ კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ , როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად . ასაკი განსაზღვრულია 18 დან 29 წლის ჩათვლით .
გრანტის მიღების მსურველებმა აუცილებელია თქვენი ბიზნეს იდეა 10 დეკემბრის ჩათვლით გააგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@multichiatura.ge .
პირველ ეტაპზე საუკეთესო იდეებს სპეციალური კომისია გამოავლენს . შერჩეული ახალგაზრდები კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის ბიზნეს გეგმას მოამზადებენ , პრეზენტაციის შემდეგ კი გამარჯვებულებს სპეციალური ქულებით გამოავლენენ.
საუკეთესოებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ბიზნეს გეგმის განსახორციელებლად გრანტს გადასცემს . კონკურსთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდიდან www.multichiatura.ge.
პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი , მთავარი დონორია კომპანია " ჯორჯიან მანგანეზი" . პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
(R)