ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მზის პანელების მონტაჟის შემსწავლელი კურსი  დაინერგება

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში მზის პანელების მონტაჟის შემსწავლელი კურსი დაინერგება

access_time2022-09-02 11:39:52

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციები ერთობლივად შეუწყობენ ხელს რეგიონში განახლებადი ენერგიის დარგში არსებული პროფესიების პოპულარიზებასა და პროფესიული განათლების განვითარებას.
ახალი სასწავლო წლიდან, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი დაიწყებს ახალგაზრდების მიღებას პროფესიული განათლების კურსზე „მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი“.


კურსის მსმენელები ხუთი თვის მანძილზე მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის პროფესიას დაეუფლებიან. კურსდამთავრებულები შეძლებენ მზის ფოტოელექტრული სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლუატაციას. დამატებით, მსმენელები გაივლიან თეორიულ კურსებს განახლებადი ენერგიისა და გარემოსდაცვით საკითხებზე.
„ასოციაცია GREDA-სთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ბენეფიციარებს, ჭიათურიდან და ზესტაფონიდან, შევასწავლოთ, ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟის პროფესია, რომელიც მომავლის პროფესიაა და მისი განვითარება სახელმწიფო თუ კერძო სექტორისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია,“ განაცხადა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.


„მზის ფოტოელექტრული სისტემების მემონტაჟე ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად დეფიციტური სპეციალობაა ჩვენს სექტორსა და ზოგადად ქვეყანაშიც. შინამეურნეობებსა და კომერციულ ობიექტებზე დამონტაჟებული მზის ელექტროსადგურების რაოდენობამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრად იმატა. დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არსებული მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ წინ აქვს მზის მსხვილი ელექტროსადგურების აშენება. რამდენიმე ასეთი სადგური გეგმებში აქვს როგორც კერძო სექტორს, ასევე სახელმწიფოს. პროფესიას, რომელსაც ჩვენი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდები შეისწავლიან, თამამად შეგვიძლია, ვუწუდოთ მომავლის პროფესია“, - აცხადებს GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.
ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმაა. ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გააქტიურებას, ასევე შრომით ბაზარზე ეფექტურ ინტეგრაციაში დახმარებას. პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს. კურსების განმავლობაში საფუძვლიანად შეისწავლიან სასურველ სფეროს, რის შემდეგაც უკვე დამოუკიდებლად შეეძლებათ საკუთარი თავის განვითარება შერჩეული მიმართულებით.


(R)









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up