ჭიათურის ტურისტული ფესტივალი

ჭიათურის ტურისტული ფესტივალი

access_time2022-09-20 18:15:40

Adventure 2022   - ჭიათურაში სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი საზოგადოებას მომავალ წლამდე დაემშვიდობა.  

Adventure 2022, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით შედგა, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა მისცა სამი დღის მანძილზე ჩართულიყვნენ სხვადასხვა ექსტრემალური სპორტის სახეობაში.



ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქალაქის კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას და ჩართულიყვნენ ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ფესტივალის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.



ფესტივალისთვის წინასწარ შეირჩა ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაციები: ჭიათურა, კაცხი, სვერი, მანდაეთის ტბა, კოტიკას და ძუძუანას მღვიმე. 




"ის უნიკალური ტურისტული შესაძლებლობები, რაც მთელს იმერეთს და მათ შორის, ჭიათურასა და ზესტაფონს აქვს, მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ და ვაქციოთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკეთესი ცხოვრების წინაპირობად. სწორედ ამიტომ გახლავთ „ჯორჯიან მანგანეზი“ Imereti Tour-ის დაფუძნების ინიციატორი და ამ ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი”, განაცხადა  "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა.



"ჭიათურას აქვს უდიდესი პოტენციალი, იმისათვის რომ საქართველოს ტურისტულ რუკაზე მოინიშნოს, როგორც სათავგადასავლო ადგილი. ეს ქალაქი თანაბრად მიმზიდველია, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის, რაც დადასტურდა ფესტივალის პირველივე დღეს. “ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერითი მოვახერხეთ წარმოგვეჩინა ყველა ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ამ ქალაქს და რეგიონს გააჩნია. მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ჭიათურა, რომელიც მადნის მოპოვებასთან ასოცირდება სხვა თავალით დაგვენახა. ამ მასშტაბის ფესტივალს ჭიათურამ პირველად უმასპინძლა და ვფიქრობ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მხარდაჭერით ნამდვილად ახალ და კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც აუცილებლად პოზიტიურად აისახება რეგიონზე, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში  ტურიზმის განვითარებას,” განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ნატალია პატარიძემ.



სათავგადასავლო ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალი მომავლ წელსაც ჩატარდება და ღონისძიების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება.



(R)


თეგები:
ჭიათურა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up