ჩილეში მასშტაბური ხანძარს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა, 979 კი - დაშავდა. მთავრობის ინფორმაციით ტყიდან, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, დამწვარია 40 ათას ჰექტარზე დიდი ტერიტორია.
ქვეყნის სამ რეგიონში - არაუკანიაში, ნუბლეშსა და ბიობიოსაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით ბევრი მსხვილი ფერმა და პლანტაციაა, რომლებიც ძირითადად ექსპორტზე გააქვთ. ასევე, ტყის მასივები.
ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის, კაროლინა ტოჰას თქმით, ამინდი ხანძრის ჩაქრობის პროცესს კიდევ უფრო ართულებს, ვინაიდან ამჟამად ტემპერატურა 40 ცელსიუსს აღემატება.
მაღალჩინოსნების თქმით, ესპანეთის, აშშ-ს, არგენტინის, ეკვადორის, ბრაზილიისა და ვენესუელას მთავრობებმა ჩილეს თვითმფრინავებითა და მეხანძრეებით დახმარება შესთავაზეს