ჩინეთი ატომურ იარაღს აშშ-გან სანქცირებული ჩიპებით ქმნის - WSJ

ჩინეთი ატომურ იარაღს აშშ-გან სანქცირებული ჩიპებით ქმნის - WSJ

access_time2023-01-30 23:00:27

ამერიკელმა მწარმოებლებმა აღიარეს, რომ მათ არ შეუძლიათ გააკონტროლონ სანქცირებული საქონლის მიწოდება ჩინეთში.

 

ჩინეთი ატომურ იარაღს აშშ-გან სანქცირებული ჩიპებით ქმნის. ჩინური ინსტიტუტი, რომელიც ბირთვული იარაღის კვლევას ახორციელებს, სანქციების მიუხედავად, წლების განმავლობაში ყიდულობს ამერიკულ კომპიუტერულ ჩიპებს. ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

 

გამოცემის თანახმად, ჩინეთის საინჟინრო ფიზიკის აკადემია, რომელიც ბირთვული იარაღის შემუშავებაშია ჩართულია და 1997 წლიდან სანქციების ქვეშ იმყოფება, მინიმუმ 2020 წლიდან Intel-ისა და Nvidia-სგან ნახევარგამტარულ ჩიპებს ყიდულობს.

 

ჩიპებს ჩინეთში შუამავლებისგან ყიდულობენ. საუბარია 7-დან 14 ნანომეტრამდე ზომის ჩიპებზე, რომლებსაც ჩინეთი დამოუკიდებლად მასობრივად ვერ აწარმოებს. თუმცა, ეს ჩიპები ფართოდ არის ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ბაზარზე და თავისუფლად იყიდება.


 

ეს შესყიდვები აშშ-ს შეზღუდვებს ეწინააღმდეგება, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ უცხო ძალებმა ამერიკული პროდუქტები ატომური იარაღის კვლევისთვის არ გამოიყენონ.

 

Nvidia-მ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  საუბარია ზოგადი დანიშნულების გრაფიკულ ჩიპებზე, რომლებიც ისეთ სამომხმარებლო პროდუქტებში გამოიყენება, როგორიცაა პერსონალური კომპიუტერები. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მილიონობით კომპიუტერი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ ვინ არის მათი საბოლოო მყიდველი.

 

დასკვნები ხაზს უსვამს ბაიდენის ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევას, რადგან ის ცდილობს უფრო აგრესიულად დაუპირისპირდეს ჩინეთის მიერ აშშ-ს ტექნოლოგიების გამოყენებას.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up