პეკინის მახლობლად მდებარე ქალაქში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი შეჩერდა და მოსახლეობას ხუთი დღით სახლში დარჩენა მოსთხოვეს, რათა კოვიდ შემთხვევების გავრცელება თავიდან აიცილონ. — ამის შესახებ ინფორომაციას Bloomberg ავრცელებს.
შიჯიაჟუანგმა - ქალაქი, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაცხოვრებლებს სახლების დატოვება და ისეთ ადგილებში გასვლა აუკრძალეს, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.
რეგულაციების თანახმად 6 ძირითად რაიონში კოვიდზე მასობრივი ტესტირება ჩატარდება, უნივერსიტეტები დაიხურება და სტუდენტებს კამპუსების დატოვების შესაძლებლობა არ ექნებათ, რაც შეხება დაწყებით და საშუალო სკოლებს, მათ ყველა სახის გაკვეთილი შეაჩერეს.
ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული შიჯიაჟუანგში დღეში 500- ზე მეტი ინფიცირება იყო დაფიქსირებული, მაგრამ ეს რიცხვები ახალი გაიდლაინების დაწესების შემდეგ შემცირდა, რადგან კოვიდ ტესტირებებიც საგრძნობლად შემცირებულია. შაბათ-კვირას პეკინში მაისის შემდეგ კოვიდით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ციფრი აძლიერებს შეშფოთებას იმაზე რომ ქვეყანაში უფრო მკაცრი შეზღუდვები დაბრუნდება. ქალაქ ჰაიდიანის რაიონის სკოლები ორშაბათიდან ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
ჩინეთში ვირუსის გაზრდილმა შემთხვევებმა და გაურკვევლობამ იმის შესახებ თუ როგორ დააბალანსებენ ოფიციალური პირები კოვიდის გაიდლაინებს, ჩინეთში მარაგების ვარდნა და იუანის გაუფასურება გამოიწვია.
Hang Seng China Enterprises Index 3.7%-მდე დაეცა, ასევე დაეცვა რესტორნების სავაჭრო ბრუნვაც.
შპს Forsyth Barr Asia-ს ანალიტიკოს ბლუმბერგთან აცხადებს , რომ „ბაზარი ძალიან ოპტიმისტური იყო, თუმცა დღეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ერთ ნაბიჯს წინ ვდგამთ, ორს უკან“.