ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

ჩინეთი ენერგოკრიზისმა მოიცვა – ითიშება ლიფტები და შუქნიშნები

access_time2021-09-29 20:00:08

ჩინეთში ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი, რომელიც თავიდან მხოლოდ მრეწველობას შეეხო, ამჟამად სულ უფრო მეტად რიგითი ადამიანების ცხოვრებაზეც აისახება.

 


რამდენიმე ქალაქში ელექტროენერგიის ნორმირებული მოხმარებაა შემოღებული - ითიშება ლიფტები და შუქნიშნები, ადგილობრივი ხელისუფლებები მოქალაქეებს კონდიცირებაზე უარის თქმას და ბუნებრივი განათების პირობებში მუშაობას ურჩევენ.

 


განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში - ზოგიერთ ქალაქში დღე-ღამეში რამდენიმე საათით არა მხოლოდ შუქ-ნიშნები, არამედ ითიშება ქუჩების განათება, ლიფტები ცათამბჯენებში და გათბობა სახლებში.

 


პროვინცია ჰეინლუნცზიანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ენერგოკრიზისის გაგრძელების შემთხვევაში მას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისთვის სხვა ობიექტების ხარჯზე პრიორიტეტის მინიჭება მოუწევს - პირველ რიგში საუბარია ჯანდაცვის სისტემაზე, პურის საცხობებზე, კვების პროდუქტების მწარმოებლებზე და ა.შ.

 


ჩინეთის პროვინცია გუანდუნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს ლიფტები გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როდესაც 3 სართულზე მაღლა ასვლა უწევთ, და 26 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში კონდიციონერები არ ჩართონ.

 



რამდენიმე მსხვილ ქალაქში მოსახლეობა უახლოეს დღეებში ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვის თაობაზე გააფრთხილეს, სოციალური ქსელებში კი უკვე ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, სადაც ადამიანები რამდენიმე ათეულ სართულს ფეხით გადიან, ავტომობილები კი სრულ სიბნელეში გადაადგილდებიან.

 


კიდევ უფრო მეტად ენერგოკრიზისი საწარმოებს აზარალებს - მოსახლეობისგან განსხვავებით ისინი შეზღუდვების პირობებში უკვე დიდი ხანია მუშაობენ. ზოგ რეგიონში ქარხნები ელექტროენერგიას განრიგით იღებენ, ზოგში კი საწარმოების ნაწილი დროებით გაჩერებულია.

 


დაზარალებულებს შორისაა Apple-ის და Tesla-ს რამდენიმე მიმწოდებელი - მათაც, მაღალი სტატუსის მიუხედავად, პერიოდულად გაჩერება უწევთ.

 


ასეთი დრამატული ენერგოდეფიციტი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია - მათ შორისაა პოსტპანდემიური ეკონომიკური ზრდის პირობებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, ჩინეთის მხრიდან ნახშირზე უარის თქმა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ენერგომატარებლებზე გადასვლა.

 


კრიზისის გაღვივებას ხელი ასევე ჩინეთს და ავსტრალიას შორის სავაჭრო კონფლიქტმა შეუწყო - სწორედ ავსტრალიაა ჩინეთისთვის ნახშირის უმსხვილესი მიმწოდებელი. სამხრეთ ჩინეთში ენერგოკრიზისი ცხელმა ამინდმა და მდინარეებში ჰესების სრულმასშტაბიანი მუშაობისთვის წყლის არასაკმარისმა დონემ გააღრმავა.

 


გარდა ამისა, პეკინი ადგილობრივი ხელისუფლებებისგან ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების გამოყოფის შემცირებას ითხოვს. თუმცა, პირველ რიგში ელექტროენერგიის დეფიციტი გაზზე და ნახშირზე ფასების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია - ამ წელს ჩინეთში ეს ორი ენერგომატარებელი, მოთხოვნის ზრდის პირობებში, 2-ჯერ გაძვირდა.

 


გარდა ამისა, 2019 წელს პეკინმა ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის გაყინა და ღირებულების ზრდის მთელი სიმძიმე სწორედ ინდუსტრიაზე გადავიდა, მრეწველობამ კი ამას წარმოების შემცირებით უპასუხა.

 


ბიზნესი მთავრობისგან ამ დისკრიმინაციული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

 

Kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up