ჩინეთი კერძო ბიზნესის რეგულირებას ამკაცრებს – ბაზარი რეაგირებს

ჩინეთი კერძო ბიზნესის რეგულირებას ამკაცრებს – ბაზარი რეაგირებს

access_time2021-08-17 19:00:35

ჩინეთის მთავრობამ ხუთწლედის გეგმა წარმოადგინა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უდიდესი ნაწილის კიდევ უფრო მკაცრს რეგულაციებს მოიცავს.


10–პუნქტიანი გეგმა, რომელიც 2025 წლის ბოლომდეა გათვლილი, ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ და კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, მალე ახალი წესები გამოჩნდება, რომელიც მოიცავს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ტექნოლოგიებსა და მონოპოლიებს.


ბოლო წლებში ოფიციალური პეკინის ყურადღებას სულ უფრო მეტად იპყრობს ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო დარგები.

 

ვარდნა ბირჟებზე


ივლისში აშშ–ში კოტირებადი ჩინური კომპანიების აქციების ფასი2008 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავარდა: ინდექსი Nasdaq Golden Dragon China, რომელიც აშშ–ში რეგისტრირებულ 98 კომპანიას მოიცავს, ორი სავაჭრო სესიის განმავლობაში 15%–ით გაიაფდა.


ინვესტორების აზრით, ვარდნა რეპრესიულ ღონისძიებებს მოჰყვა, რომლებსაც ჩინეთის მთავრობამ ტექნოლოგიებისა და განათლების დარგებში მომუშავე კომპანიების წინააღმდეგ მიმართა.


პეკინმა კერძო რეპეტიტორობის სექტორის მასშტაბური რეფორმა ჩაატარა (ეს ბაზარი $120 მლრდ–დ არის შეფასებული), რომლის თანახმად, ყველა სასწავლო დაწესებულება, რომელიც სკოლის პროგრამით ასწავლის, ვალდებულია კომერციულ ორგანიზაციად დარეგისტრირდეს.


ახალ წესებში ასევე ვკითხულობთ: „სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც საგნობრივი სასწავლო პროგრამებით არიან დაკავებული, არ უნდა გამოაქვეყნონ დაფინანსება, ბირჟაზე დარეგისტრირებულ კომპანიებმა არ უნდა დააფინანსონ ეს სასწავლო დაწესებულებები, ხოლო ასეთ სასწავლო დაწესებულებებში უცხოური კაპიტალის მონაწილეობა აკრძალულია“.


ჩინეთის მთავრობას არც ონლაინ–სერვისები გამორჩენია.


ივლისის მიწურულს ბაზრის რეგულირების საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნაახალი წესები, რომლებიც მიტანის სერვისებში დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებას ემსახურება: მიტანის სერვისის თანამშრომლებმა სულ მცირე მინიმალური ხელფასი უნდა მიიღონ, გაიარონ უფრო ხარისხიანი პროფესიული სწავლება და შეუმცირდეთ დატვირთვა.


Tencent–ის აქციები ჰონკონგის ბირჟაზე მაშინვე დავარდა, როგორც კი პეკინმა ტექნოლოგიურ გიგანტს მოსთხოვა შეწყვიტოს გარიგებები მუსიკის ლიცენზირებაზე მსოფლიოს ხმის ჩამწერ მსხვილ სტუდიებთან.


 

სახელმწიფო რეგულირება


დოკუმენტში მაოც არის ნახსენები: ჩინეთი წელს ქვეყნის კომპარტიის 100–წლისთავს ზეიმობს.


აქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვან დარგებში, როგორებიცაა მეცნიერება და ტექნოლოგიური ინოვაციები, კულტურა და განათლება, სახელმწიფო რეგულაციების გაძლიერდება, ხოლო ჩინეთის მთავრობა მონოპოლიებთან და „უცხოური წარმოშობის კანონის უზენაესობასთან“ ბრძოლას აპირებს.


ახალი წესები ჩინეთის ციფრულ ეკონომიკასაც შეეხება, მათ შორის ინტერნეტ–ფინანსებს, ხელოვნურ ინტელექტს, „დიდი მონაცემების“ დამუშავებას და ღრუბლოვან გამოთვლებს.


მღელვარება ბაზარზე მღელვარება გამოიწვია ჩინეთის გეგმამ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტექნნოლოგიური და საგანმანათლებლო კომპანიების რეგულირების გაძლიერებასთან დაკავშირებით.


პეკინმა უკვე დაიწყო ქვეყნის უმსხვილესი ტენოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება. თებერვალში ქვეყანაში ახალი ანტიმონოპოლიური წესები ამოქმედდა.


კერძოდ, ახალი წესებით, ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს ეკრძალებათ მიმწოდებლების იძულება, ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმონ მათთან.

 

რეკორდული ჯარიმა


ტექნოლოგიურმა გიგანტმა Alibaba აპრილში რეკორდული მოცულობის ჯარიმა მიიღო $2,8 მლრდ–ს ოდენობით. ამის საფუძვლად გამოძიების შედეგები დასახელდა, რომელიც კომპანიას წლების განმავლობაში ბაზარზე დომინირებული პოზიციის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. ეს თანხა კომპანიის 2019 წლის შემოსავლის 4%–ს შეადგენს.


Alibaba–ზე ზეწოლა გასული წლის ოქტომბერში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც თანადამფუძნებელმა ჯეკ მამ მარეგულირებელი ორგანოები გააკრიტიკა ინოვაციების შეფერხებისთვის.


ასეთი განცხადებიდან მალევე ჩინურმა რეგულატორებმა ბაზარზე Ant Group–ის გასვლა აკრძალეს, რომელიც Alibaba–ს შვილობილი და ჩინეთის ელექტრონული გადახდების უმსხვილესი კომპანიაა.


 


ბრძოლა მონოპოლიებთან


Alibaba ერთადერთი კომპანია არ არის, რომელსაც ჩინურმა რეგულატორებმა დაადგეს თვალი.


გაზაფხულზე ჩინეთის ბაზრის მარეგულირებელმა სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 12 კომპანია დააჯარიმეს 10 გარიგების გამო, რომლებიც ანტიმონოპოლიურ წესებს არღვევდნენ.


მათ შორის არიან – Tencent, Baidu და Didi Chuxing – რომლებიც ქვეყნის უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების სიაში შედიან.




ივლისში ქვეყნის რამდენიმე უმსხვილესმა ონლაინ–პლატფორმამ მიიღო ბრძანება მიუღებელი საბავშვო კონტენტის წაშლის შესახებ. ეს კომპანიები იყვნენ Kuaishou, მონაცემთა გაცვლის ინსტრუმენტი Tencent QQ, Taobao და Weibo.


საგანმანათლებლო ორგანიზაციების რეფორმის ფარგლებში ბოლოს ჩატარებული შემოწმების შედეგად ერთი მოქალაქე და 6 სასწავლო დაწესებულება დასაჯეს იმის გამო, რომ მოსწავლეებს არალიცენზირებულ დამატებით არასაკლამო სწავლებას სთავაზობდნენ, რაც წესების დარღვევად ჩაეთვალათ.

 

ამ კვირიდან ჩინეთის საბანკო და სადაზღვევო სამსახურმა ონლაინ–სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის რეგულირება გაამკაცრა. ამ დარგში მომუშავე კომპანიებს მარეგულირებელმა არასათანადო მარკეტინგისა და ფასთწარმოქმნის შეწყვეტა უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში უმკაცრესი სასჯელით დაემუქრა.

BBC.COM




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up