ჩინეთი კრიპტოვალუტის წინააღმდეგ - მაინინგურმა კომპანიებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს

ჩინეთი კრიპტოვალუტის წინააღმდეგ - მაინინგურმა კომპანიებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს

access_time2021-05-26 20:00:05

ჩინეთი, რომელიც დღემდე კრიპტოვალუტების მაინინგის კუთხით მსოფლიო ლიდერი იყო, დღეს ამ ბიზნესისთვის არასასურველი ადგილი ხდება.

 

არსებული ინფორმაციით, მაინინგურმა კომპანიებმა ქვეყნის დატოვებაც დაიწყეს და ამის მიზეზია მთავრობის მხრიდან კრიპტოვალუტების რეგულირების მკვეთრი გამკაცრება და კრიპტობირჟის Huobi-ს მუშაობის დროებით შეჩერება.

 

ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა მთელი დარგისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში არსებული კრიპტოფერმების ნახევარზე მეტი სწორედ ჩინეთში მდებარეობს. ამ ფონზე რეგულატორების ყურადღების ზრდა გასაკვირი არა, მაგრამ კრიპტოინდისტრიისთის - ძალიან არარასურველია.

 

სავარაუდოდ, მაინერებს არა თავად რეგულაციები, არამედ გაურკვევლობის ზრდა აშინებთ - ჩინეთის მთავრობა კრიპტოინდუსტრიას აშკარად ეჭვის თვალით უყურებს, ამიტომაც არავინ იცის, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამ ვითარებაში მაინერებისთვის ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი სხვა, მათ მიმართ უფრო მეგობრულად განწყობილ ქვეყნებში გადაბარგებაა.

 

ეს პროცესი ჯერ კიდევ რეგულირების გამკაცრებამდე დაიწყო - პირველად მაინერენბი მიგრაციაზე მაშინ დაფიქრდნენ, როდესაც ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში  - შიდა მონღოლეთში - მაინინგი საერთოდ აიკრძალა. ეს დიდი ცვლილებების დაწყების სიგნალი იყო - ჩინეთში პროვინციებს ასეთი საკითხების დამოუკიდებლად, პეკინის თანხმობის გარეშე გადაწყვეტის შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ.

 

ვინაიდან საუბარია ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ბიზნესზე, გასაკვირი არაა, რომ ზედმეტ რისკზე წასვლა არავის სურს - ამიტომაც კრიპტოინდუსტრიის მიგრაცია ჩინეთიდან მომავალშიც გაგრძელდება.


 

მაინერები თავისი საქმიანობისთვის უფრო მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს ეძებენ. ვარიანტებს შორისაა რუსეთი და ყაზახეთი, სადაც ელექტროენერგია შედარებით იაფია.

 

გლობალურ მაინინგში ჩინეთის წილის შემცირების ტრენდი ბოლო წლების მანძილზე აშკარაა და ბაზარზე სულ უფრო მეტი კომპანიაა, რომელსაც მუშაობა დემოკრატიულ და უფრო პროგნოზირებად ქვეყნებში ურჩევნიათ - მაგალითად, შტატებში, სადაც იაფი ელექტროენერგიის წილი იზრდება, ხოლო თამაშის წესები ბევრად უფრო თავისუფალი და გამჭირვალეა.

 

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გამო, შესაძლოა კრიპტოვალუტების მაინინგი შემცირდეს, თუმცა, მხოლოდ დროებით  - ახალ-ახალი ფერმები თითქმის ყოველდღე იხსნება.

 

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წლის განვლილ პერიოდში შეძენილ იქნა 1 მლრდ. დოლარი კრიპტოვალუტების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა- მთელი ეს მოწყობილობა ნელა-ნელა მწყობრში შედის და სულ უფრო მეტ კრიპტოვალუტას მოიპოვებს.

ჩინეთიდან ფერმების მიგრაცია სამაინინგო სიმძლავრეების განაწილებას მსოფლიოში მეტად დააბალანსებს, რაც ინდუსტრიისთვის გარკვეულწილად სასარგებლოც იქნება.

 

ჩინეთში კრიპტოვალუტებისადმი დამოკიდებულების გამკაცრების ფონზე ბიტკონინის ფასი 31 000 დოლარამდე შემცირდა, თუმცა, შემდეგ ზრდა განაახლა, და დღეს მისი კურსი 38 400 დოლარია.

 

 

RBC.RU

 

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up