ჩინეთი 8 იანვრიდან, მორიგ კოვიდშეზღუდვას აუქმებს, რომელიც 3 წლის წინ პანდემიის გამო იქნა დაწესებული და ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს კარანტინის გავლას აღარ მოსთხოვს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ რეჟიმის გაუქმებამ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა გამოიწვია. კოვიდის გავრცელების ახალი ტალღა საავადმყოფოების გადატვირთვას, აფთიაქების თაროების მედიკამენტებისგან დაცარიელებასა და საერთაშორისო განგაშს იწვევს.
ჩინეთში შეზღუდვების მოხსნის პარალელურად რამდენიმე ქვეყანა უკვე ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტის ჩატარებას ითხოვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემები ვირუსის გავრცელების ნამდვილ მასშტაბს არ ასახავს.