ჩინეთი როგორც მაშველი რგოლი რუსეთისათვის

ჩინეთი როგორც მაშველი რგოლი რუსეთისათვის

access_time2022-02-25 14:00:00

“გახდება ჩინეთი რუსეთის ეკონომიკური მაშველი რგოლი?“ ამ სათაურით გამოცემა ალ ჯაზირა აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნავს, რომ პეკინს საერთაშორისო ზეწოლის განეიტრალების ძალა აღმოაჩნდა.

 

ჩინეთი ანტირუსული განცხადებებით არასდროს გამოირჩეოდა, ბოლო პერიოდში კი ორი ქვეყნის შეთანხმებით მოქმედება უფრო თვალსაჩინო გახდა. უკრაინის საზრებთან ჯარის მიყენება პუტინმა 3 თვის წინ დაიწყო, თუმცა ღიად მხოლოდ თებერვლის ბოლოს შეიჭრა, თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა პუტინს სთხოვა 20 თებერვლამდე, ანუ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე, ინტერვენცია არ განეხორციელებინა. როგორც ჩანს პუტინმა ჩინელი კოლეგის რეკომენდაცია მართლაც გაითვალისწინა. მან მის მიერვე ოკუპირებული უკრაინის ორი ოლქის ე.წ. დამოუკიდებლობა ოლიმპიადის დასრულებიდან მეორე დღეს - 21 თებერვალს აღირა, ომი კი 24 თებერვალს დაიწყო.

 

ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩუნინმა განაცხადა, რომ ფაქტს „შეჭრა“ დასავლეთმა ნაადრევად უწოდა, ჩინეთი კი „დასკვნების გამოტანას არ იჩქარებს.“ თუმცა აუჩქარებლად აშშ „ცეცხლის გაღვივებაში“ მაინც დაადანაშაულა. ჩუნინს არაფერი უთქვამს იმისი შესახებ თუ რატომ დაარღვია იმავე დღეს 9 ჩინურმა გამანადგურებელმა ტაივანის საჰაერო სივრცე.

 


ჩინეთს „მაშველი რგოლი“ პირველად ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა უწოდა, რომელიც მაშინ დაეხმარა აგრესორს, როდესაც ის სხვა სახელმწიფოში შეიჭრა.

 

ოლიმპიადის გახსნამდე პუტინი პეკინში სი ძინ პინს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ კონფერენციაზე პრეზიდენტებმა განაცხადეს რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრობას საზღვარი არ აქვს და თანამშრომლობისთვის აკრძალული სფეროები არ არსებობს.

 

ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $100 მლრდ-ს აჭარბებს. მხარეები ძირითადად ენერგორესურსებით ვაჭრობენ. ბოლო შეთანხმება რომელიც 30 წლის ვადით რუსული გაზის ჩინეთისთვის მიწოდებას ითვალისწინებს თებერვალში გაფორმდა.

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ასევე იაპონიამ და კანადამ რუსეთს გარკვეული ტიპის, თუმცა არც ისე ძლიერი სანქციები დაუწესეს, ჩინეთი მათ არ შეერთებია. საერთაშორისო გადარიცხვების სისტემის - SWIFT-ის, სანავიგაციო სისტემის GPS-ის, საძიებო სისტემის GOOGLE-ის, საგადახდო სისტემის VIZA, MASTERCARD, AMEX-ის მეტ-ნაკლებად მიმსგავსებული ანალოგი ჩინეთს უკვე გააჩნია, გარკვეულ დონემდე მოსალოდნელი სანქციების გათვალისწინებით ბოლო წლებში მსგავსი სისტემები რუსეთმაც განავითარა, მაღალი ალბათობით რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა გაფართოვდება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up