15 მარტიდან ჩინეთი, რუსეთი და ირანი ომანის ყურეში ერთობლივ სამხედრო საზღვაო წვრთნებს იწყებენ, რომელიც 19 მარტამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები ამ ქვეყნების საზღვაო ძალების პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
ამ კვირის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა უპრეცედენტო მაღალ დონეს მიაღწია.
„რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობამ დღეს მიაღწია ახალ, უპრეცედენტო მაღალ დონეს და გახდა გლობალური სტაბილურობის დამხმარე საყრდენი მსოფლიოში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში,“ - განაცხადა შოიგუმ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად ლი შანგფუს დანიშვნის მილოცვისას.