ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსული გაზის შესყიდვების მოცულობის გაზრდაზე თავი შეიკავა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გაზსადენის Сила Сибири-2-ის მშენებლობასა და ექსპლუატაციის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც სავარაუდოდ რუსეთის გაზის საბადოებს სინციან-უიგურის ავტონომიურ რეგიონთან დააკავშირებს, ჩინეთის ლიდერს პუტინისთვის გამოკვეთილი თანხმობა არ უთქვამს.
მასალის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა დაინტერესებულია ენერგომომარაგების დივერსიფიკაციით, რაც ჩინეთს საშუალებას აძლევს არ გაიმეოროს ევროპული შეცდომები რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
„თუ რუსეთს არ ექნება უაღრესად მომგებიანი შეთავაზება, ჩინეთს დიდხანს ლოდინი შეუძლია. დამატებითი გაზი რუსეთისგან არ არის საჭირო, განსაკუთრებით კარანტინის მიერ პროვოცირებული ეკონომიკური ვარდნის შემდეგ“, - გამაცხადა Energy Policy Research Foundation, Inc.-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ბატ ოდგერელმა.