ჩინეთი სამხედრო ხარჯებს 7,2%-ით ზრდის, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ლი კეციანმა განაცხადა. მისი თქმით სამხედრო ხარჯებისთვის 210 მილიარდი ევროა გამოყოფილი რაც გამიზნულია ჩინეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებისა და წვრთნებისთვის.
„ეს დაფინანსება მოხმარდება სამხედროების მომზადებას საბრძოლო მოქმედებების პირობებში და სამხედრო საქმიანობის გაძლიერებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა.