ჩინეთი Covid-ის მნიშვნელოვანი ზრდის ტემპს ებრძვის, რომელიც მთელი პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალია. ჩაიკეტა მრავალი ქალაქი, მათ შორის შენჟენი, მისი ტექნოლოგიური ცენტრი. ეს ის ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის ისედაც მყიფე გლობალურ მიწოდების ქსელებს.
Apple-ის მომწოდებელმა Foxconn-მა და ათობით სხვა ქარხანამ შენჟენში შეწყვიტეს წარმოება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ 17,5 მილიონიან ქალაქზე ლოკდაუნი დააწესა.
ჰონგ-კონგის ტექნოლოგიურ და საწარმოო ქარხნებს დაევალათ დახურვა, მოსახლეობას კი უთხრეს, რომ დარჩნენ სახლში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რესტორნები დაიხურა.
შემთხვევების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ჯილინში, ისევე როგორც შანხაიში, სადაც ზოგიერთი უბანი ჩაკეტილია, ასევე ბევრ სხვა ქალაქში ქვეყნის მასშტაბით.
ჯილინის ხელისუფლება ჩქარობს ააშენოს ოთხი ახალი საავადმყოფო და საკარანტინო ობიექტი 16,000 საწოლით, რათა გამოეყოს კორონავირუსით ინფიცირებულები და მათი ახლო კონტაქტები დანარჩენი მოსახლეობას.
30-ზე მეტმა ტაივანურმა კომპანიამ, რომლებიც აწარმოებენ ყველაფერს, მიკროსქემებიდან დაწყებული სენსორული ეკრანით დამთავრებული, ქალაქში არსებულ ქარხნებში წარმოების შეჩერება გამოაცხადეს. მწარმოებლების უმეტესობამ განაცხადა, რომ ქარხნები დაიხურება 20 მარტამდე ადგილობრივი ხელისუფლების შემდგომი განცხადებების მოლოდინში.
ft.com