ჩინეთი მიმდინარე წელს სამხედრო ხარჯებს 7.2%-ით ზრდის და საფრთხეების „ესკალაციაზე“ საუბრობს. - ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს. გამოცემის ცნობით ჩინეთის პრემიერმინისტრმა ლი კეციანმა ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) დელეგატებს უთხრა, რომ "ჩინეთის შევიწროების და შეკავების საგარეო მცდელობები ესკალაციას განიცდის".
პეკინის სამხედრო ბიუჯეტმა დაახლოებით $225 მილიარდი შეადგინა,თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა თავდაცვისთვის რეალურად მეტს ხარჯავს.
გასულ წელს ჩინეთმა სამხედრო ბიუჯეტი 7.1%-ით 1.45 ტრილიონ იუანამდე გაზარდა.