ჩინეთიდან დასავლური საწარმოები შესაძლოა, ინდოეთში გადავიდნენ

ჩინეთიდან დასავლური საწარმოები შესაძლოა, ინდოეთში გადავიდნენ

access_time2022-12-26 18:35:21

ჩინეთში კოვიდშემთხვევების მორიგი ტალღის შედეგად უცხოელმა ბიზნესმენებმა საწარმოები შესაძლოა, ინდოეთში გადაიტანონ. დასავლური კომპანიების ზოგიერთ ქარხანას თანამშრომლების დეფიციტი და წარმოების გრაფიკის დარღვევა ემუქრება. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი, Financial Times გამოკითხულ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს.

 


კერძოდ, პანდემიის გავრცელებამ ჩინეთში საფრთხე შეუქმნა ამერიკული კომპანია Apple-ის პროდუქციის საწარმოების მუშაობას. მანამდე სააგენტო Bloomberg შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის, UBS-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერდა, რომ წელს iPhone 14 სერიის სმარტფონების წარმოება შესაძლოა, 16 მილიონი ერთეულით შემცირდეს, რისი მიზეზიც ჩჟენჩჟოუში საკარანტინო ზომების შემოღებაა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2021 წელთან შედარებით, წელს iPhone-ის წარმოება 20%-ით შემცირდება.

 

 


Financial Times ინდური ანალიტიკური კომპანია CyberMedia Research-ის ექსპერტ პრაბხუ რამას ციტირებს, რომლის ცნობითაც ამჟამად iPhone-ის სმარტფონების, დაახლოებით, 7-8% ინდოეთში ეწყობა. თუმცა ტაივანის უმსხვილესმა მიმწოდებლებმა, მათ შორის Foxconn-მა, დაისახეს მიზანი, რომ 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 18%-მდე გაიზარდოს, რათა ჩინურ ქარხნებზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამერიკული კვლევითი ჯგუფის, Resilinc-ის ხელმძღვანელი, ბინდია ვაკილი აცხადებს, რომ ჩინეთში კოვიდის გამო დისტრიბუციის, ლოგისტიკისა და სატრანსპორტო ჯაჭვები შეფერხდება, რაც შემდგომ ტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებასა და გლობალურ გაყიდვაზე გავლენას მოახდენს.

 


 


გაზეთის მონაცემებით, iPhone-ების 90%-ზე მეტი ჩინეთში არის აწყობილი. ამასთან, ცნობილია, რომ სამხრეთკორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა ჩინეთი 2019 წელს დატოვა და თავის პროდუქციას ამჟამად სხვა ქვეყნებში, მათ შორის ვიეტნამში აწყობს.

 


 

გუშინ ჩინურმა საინფორმაციო პორტალმა, „გუანჩაჩჟემ“ სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამ თვეში COVID-19-ით პეკინელების, დაახლოებით, ნახევარი დაავადდა. დეკემბერში ჩინეთის ხელისუფლებამ COVID-ის საწინააღმდეგო შეზღუდვები საგრძნობლად შეამსუბუქა, რის შემდეგაც ქვეყანა კორონავირუსით მასიურ ინფიცირებას განიცდის. ამასთან, ინფიცირებულთა უმეტესობა სახლში მკურნალობს და ოფიციალურ სტატისტიკაში არ ფიქსირდება. Financial Times-მა ჩინეთის სამედიცინო სამთავრობო სტრუქტურების დახურული ანგარიში მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში დეკემბრის დასაწყისიდან კორონავირუსით, დაახლოებით, 250 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 18% დაინფიცირდა.


bpn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up