ჩინეთიდან მილანში ჩასული მგზავრების 50%-ს Covid-19 აღმოაჩნდა

ჩინეთიდან მილანში ჩასული მგზავრების 50%-ს Covid-19 აღმოაჩნდა

access_time2022-12-29 12:20:33

 იტალია ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს Covid-19-ზე ტესტს ჩაუტარებს. ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მილანში ჩინეთიდან ჩასული ორი რეისის მგზავრების თითქმის ნახევარს Covid-19 აღმოაჩნდა. მათ უმრავლესობას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

 

 

იტალიის ჯანდაცვის ორგანოები ახლა სწავლობენ ინფიცირებულებს შორის ფიქსირდება თუ არა Covid-19-ის ახალი ვარიანტები. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ ჩინეთიდან მგზავრობაზე მკაცრი წესები დააწესოს.

 

 

ჩინეთში ვირუსმა იფეთქა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ „ნულოვან კოვიდპოლიტიკაზე უარი თქვა. გავრცელების მასშტაბის გაურკვევლობა ევროპის ქვეყნებს აიძულებს, რომ ჩინეთიდან მიმავალ მგზავრებზე ახალი შეზღუდვები აამუშაონ.


 

  

იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, დაავადებამ მძიმედ დააზარალა. ჩინეთიდან ჩასული ინფიცირებულების მაღალმა რიცხვმა ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ იტალიაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ სიმშვიდის საფუძველს ქმნის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, იტალიის 80% სრულად ვაქცინირებულია, ასევე, ბევრი აცრილია ე.წ. „ბუსტერ დოზით. მსგავსი სიტუაციაა ევროპის უმეტეს ქვეყნებში.

 

 

ჩინეთში დაავადების მასშტაბური გავრცელების გამო, 5 იანვრიდან აშშ ჩინეთიდან მიმავალ მგზავრებს Covid-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენას მოსთხოვს. ტესტი შეიძლება იყოს როგორც PCR, ასევე სწრაფი.

 

 

businessformula


თეგები:
Covid



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up