ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტი პანდემიამდელ პერიოდზე 5-6-ჯერ ძვირია

ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტი პანდემიამდელ პერიოდზე 5-6-ჯერ ძვირია

access_time2021-08-23 10:00:02

ქართველი იმპორტიორები ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტის გაძვირებას მთავარ პრობლემად მიიჩნევენ, რის გამოც ბიზნესს ხარჯი არნახულად ეზრდება. „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ამ პროცესს პანდემიური პერიოდის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საშიში ვირუსის გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გლობალური ვაჭრობა თავდაყირა დააყენა, რაშიც ბიზნესი იჩყლიტება.

 

„ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩინეთიდან იმპორტი  ძალიან არის გაძვირებული. ამ ინდუსტრიას წარმოავადგენ და ვიცი, რა მდგომარეობაცაა. იმპორტის ხარჯი, მინიმუმ, 5-6-ჯერ გაზრდილია. ვთქვათ, კონტეინერის შემოტანა თუ ღირდა 3000 დოლარი, ახლა 14 000 დოლარზე ავარდა ღირებულება და ვერც იშოვი იმ კონტეინერს, სერიოზული პრობლემაა. პანდემიამდე ჩინეთზე იყო დამოკიდებული მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა, ხოლო პანდემიისას ამ სახელმწიფოშიც შემცირდა წარმოება, საზღვაო ხაზებმა სერვისები შეამცირეს. უცებ გაიზარდა წარმოება და საზღვაო ხაზებმა არ აღადგინეს სტატუს-კვო, შესაბამისად, ხელოვნურად არის მოთხოვნა ავარდნილი. ალბათ დროთა განმავლობაში დარეგულირდება, თუმცა საზღვაო ხაზებს ეს მდგომარეობა აწყობთ, კოლოსალურ მოგებაზე გადიან. ასეთ სიტუაციაში ტვირთმფლობელები და იმპორტიორები იჭყლიტებიან. კორონავიურუსმა მთელი გლობალური ვაჭრობა თავდაყირა დააყენა“, - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბარში იაშვილი.


მისი თქმით, დიდწილად ამ პროცესს უკავშირდება საქართველოს საგარეო ვაჭრობაში მიმდინარე ტენდენცია იმპორტის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ქვეყანამ სათავისოდაც გამოიყენოს და წარმოების ზრდას შეუწყონ ხელი.



„გლობალურ ბაზრებზე ცვლილებაა. მოხდა ისე, რომ  ფეროშენადნობებზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა.  რა ლოგიკით, არავინ იცის, რაღაც ინდუსტრიებს პრობლემა აქვთ და კოტრდებიან, რაღაც ინდუსტრიები განვითარების პიკს აღწევენ, სრული ქაოსია. ზოგადად, მოხმარება დაცემულია საქართველოში, ფული შეუმცირდა ხალხს, გლობალურ პრობლემებში ვართ. იმპორტი ხელოვნურად მცირდება. ნაკლების ყიდვა დაიწყეს, ამიტომ მიმდინარე ანგარიშის სხვაობა, სალდო მცირდება, ექსპორტი მატულობს. „აწარმოე საქართველოში“  და სხვა პროგრამები ხელს უწყობენ, რომ წარმოება გაიზარდოს. ეს ეხება კვერცხის ბიზნესს, ეს პროდუქტი დღესდღეობით თითქმის არ შემოდის საქართველოში, რაც ჯერჯერობით კარგი პროცესია ადგილობრივი წარმოებისთვის. მთავარია ტრენდი შევინარჩუნოთ, რათა ექსპორტის მეტი შესაძლებლობა გვქონდეს. ეს უნდა იყოს  სტრატეგიული ამოცანა საქართველოსთვის, რასაც როგორმე უნდა მივაღწიოთ გრძელვადიან პერიოდში“, - აცხადებს ირაკლი იაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან იმპორტის პრბლემასთან დაკავშირებით საუბრობდა ცოტა ხნის წინ შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია. ბიზნესმენი აცხადებდა, რომ 900%-ით გაძვირდა ნედლეულის იმპორტი, რის გამოც კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს. 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 370.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც შეეხება იმპორტს, მესამე პოზიციაზეა თურქეთისა და რუსეთის შემდეგ. ჩინეთიდან იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში 459.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

 მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up