კვირას, 12 მარტს, ჩინეთმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა აშშ-ს მიერ სანქცირებული გენერალი ლი შანგფუ.
ლის დანიშვნას, მისი წარსულის გათვალისწინებით, აშშ-ში ყურადღებით აკვირდებიან, იტყობინება Reuters-ი და CNN-ი.
2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ლი შანგფუს და ჩინეთის აღჭურვილობის განვითარების დეპარტამენტს იარაღის, მათ შორის - Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის, რუსეთიდან შესყიდვისთვის.
თავდაცვის ექსპერტებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ის, სავარაუდოდ, ჩინეთის არმიის მოდერნიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.