2023 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 4.5%-ით გაიზარდა.
თუმცა, ანილიტიკოსების პროგნოზი შედარებით ნაკლებ ზრდას გულისხმობდა, მათი მოლოდინით 4%-იან ზრდა იქნებოდა. მსოფლიოს მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდა ექსპორტისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მკვეთრმა მატებამ გამოიწვია, გარდა ამისა საცალო მოხმარებისა და უძრავი ქონების ფასებიც აღდგა.
იანვარ-მარტის ზრდის მაჩვენებელი მაინც ჩამორჩება მთავრობის წლიურ მიზანს, რომელიც 5%-ს შეადგენს, თუმცა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ტემპი წლის განმავლობაში დაჩქარდება.
ჩინეთის ეკონომიკის აღდგენას არსებითი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის, რასაც განვითარებად ქვეყნებში მაღალი ინფლაციის დონე, საპროცენტო განაკვეთების ზრდა, პოსტ-პანდემიური და რუსეთის ანექსიით გამოწვეული შედეგები აფერხებს.